Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვინმე ბალზაკის ასაკის ქალბატონი იყიდის და გაიხარებს“ - თამარ ივერი მეუღლის ბალიშს ყიდის

© courtesy of Tamar Iveriთამარ ივერი მეუღლესთან ერთად
თამარ ივერი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
თამარ ივერმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ ინციდენტზე ისაუბრა.
თამარ ივერმა სააღდგომო კვერცხების შეღებვისას მომხდარ მცირე ინციდენტზე ისაუბრა და იმ გამოხმაურებებს, რაც ამ ამბავს მოჰყვა, გიორგი გაბუნიას იუმორისტულ გადაცემაში უპასუხა.

„ვცდილობ თავის დროზე რაც მე გადავიტანე, მაგის გამო აღარ ვიაქტიურო. რაღაც რომ მომაწვება, დავწერო, ვფიქრობ, რომ საკამათოს დაწერას, მოდი, ძაღლის ან კატის ვიდეოს გავაზიარებ-მეთქი და მერე ცხოველებზე გადამაქვს. ზოგჯერ კი ვერ იფიქრებ, რომ შეიძლება რაღაცამ ასეთი ყურადღება მიიპყროს. ჩემი მეუღლის აიფონმა, მგონი, გადაწონა ყველაფერი. აღდგომის დღესასწაულზე აღარ ლაპარაკობდა ხალხი და ეს იყო განხილვის თემა“, – ამბობს მუსიკოსი.

მისი თქმით სტატუსი იმ კონტექსტით არ დაუწერია, რომ ტელეფონი საღებავიან წყალში ჩავარდა, ნახევარ წუთამდე იყო, გადარჩა, რაღაც ძალამ გადაარჩინა, რაზეც დაიწყეს ხუმრობა.

„თუმცა ეს დღეები ამ აიფონს რომ ვხსნით, სულ ლოცვები იწერება, ისეთი ტექსტები ჩნდება, ცოტა გაკვირვებულები ვართ. ეგეც კარგია, რომ იუმორის გრძნობა არ აქვთ დაკარგული. ნუ ჩემი ქმრის სურათმა ხომ დააგვირგვინა. ეს იყო ბოლო ბეჭედი. ბლოგერებმაც გამომუშავება და რეიტინგი მიიღეს. ისეთი ხალხი დაინტერესდა ჩემი მეუღლის სურათებით... ბალიში რომ ადევს მასავით, სპორტის სასახლესთან რომ აქვს აფარებული ფოთოლი. ბოლოს ვთქვი, ამ ბალიშს აუქციონზე გავყიდი-მეთქი. ვინმე ბალზაკის ასაკის ქალბატონი იყიდის და გაიხარებს“, – იხუმრა თამარ ივერმა გიორგი გაბუნიას იუმორისტულ გადაცემაში.

ყველა ახალი ამბავი
0