საქართველოში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რაოდენობა სამჯერ შემცირდა

© Ministry of Defence of Georgiaზურაბ აზარაშვილი
ზურაბ აზარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
ბოლო წლების განმავლობაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების წყალობით გაძლიერდა შრომის ინსპექციის სამსახური.
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. 2021 წელს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რაოდენობა, 2020 წელთან შედარებით, სამჯერ შემცირდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
შრომის ინსპექციის სამსახურის ორგანიზებით თბილისში ჩატარდა კონფერენცია „შრომის უსაფრთხოება და უფლებები საქართველოში“. ღონისძიება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გახსნა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 15 წელიწადში სამუშაო ადგილებზე 641 ადამიანი დაიღუპა, 1.710-მა კი მძიმე ტრავმები მიიღო.
კონფერენციაზე ქვეყანაში შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მიღწეული შედეგები განიხილეს.
აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების წყალობით გაძლიერდა შრომის ინსპექციის სამსახური. გაზრდილი მანდატის ფარგლებში უწყებას მიეცა შესაძლებლობა ზედამხედველობა განახორციელოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება, იძულებითი შრომა, შრომითი ექსპლუატაცია და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0