Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვმალავდი, რომ განათხოვარი ვიყავი და შვილი მყავდა“ - სალომე გოგიაშვილის აღიარება

© courtey of Salome Gogiashviliსალომე გოგიაშვილი
სალომე გოგიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
სალომე გოგიაშვილმა გადაცემაში „სიკეთე მარტივია” საკუთარ ბავშვობასა და მის პირად ცხოვრებაში მომხდარ ისტორიებზე ისაუბრა. სალომე მიიჩნევს, რომ ადრე შეცდომა დაუშვა, როდესაც საკუთარი ისტორიები მოყვა. აღნიშნა, რომ ამით მის მაგალითს იმ გოგონებს უზიარებდა, რომლებიც ოჯახის დანგრევას განიცდიდნენ.
სალომე დღესაც მოუწოდებს ქალებს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, არ დანებდნენ და არ მიეცნენ დეპრესიას.

„20 წლის წინ, როდესაც პირველად შევქმენი ოჯახი, სიტყვა ბულინგის შესახებ ჯერ არ ვიცოდი, მაგრამ რეალურად ბულინგი იყო ეს ყველაფერი. როდესაც განათხოვარი, შვილიანი ხარ, მაინც მოქმედებს რაღაცნაირად. მივხვდი, რომ როდესაც გავშორდი, ვმალავდი, რომ განათხოვარი ვიყავი და შვილი მყავდა. ეს თან მაწუხებდა და თან ჩემს თავთან წინააღმდეგობაში მოვდიოდი. ამაყიც ვიყავი, რომ შვილი მყავდა. მე ოჯახის თანადგომას ვგრძნობდი და რაღაცნაირად მარტივად გადავლახე ეს ყველაფერი. მაგრამ ამაში რომ ჩავძირულიყავი, ალბათ ძალიან იმოქმედებდა, რადგან სულ მესმოდა, რომ „კარგი გოგოა, მაგრამ განათხოვარი“. ახლა სასაცილოა, მაგრამ მაშინ ძალიან მძიმედ მოქმედებდა ჩემზე. ეს ისტორია ამიტომ მოვყევი და რა მივიღე – „ამას რა უჭირს, გენაცვალე, ათასჯერ გათხოვილია”, – თქვა სალომე გოგიაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0