https://sputnik-georgia.com/20220502/saakasvilis-problemas-kvercxi-da-xawo-gadawris-irakli-kobaxize-266374573.html
სააკაშვილის პრობლემას კვერცხი და ხაჭო გადაჭრის: ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის პრობლემას კვერცხი და ხაჭო გადაჭრის: ირაკლი კობახიძე
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი სპეციალურად არ იღებს ცილას
2022-05-02T20:31+0400
2022-05-02T20:31+0400
2022-05-02T22:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_85:0:3726:2048_1920x0_80_0_0_ef56dd94a9c745714feca0ea73205214.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები მოგვარდება, თუ ის ცილოვანი პროდუქტების მიღებას დაიწყებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა.ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან 29 სექტემბერს ჩამოვიდა სატვირთოთი, რომელიც რძის ნაწარმით იყო დატვირთული.კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ის, რაც ახლა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხდება, წინასწარ განსაზღვრული გეგმის ნაწილი შეიძლება იყოს.„შეიძლება იმიტომ არ იღებდე ცილას, რომ ასეთი დიაგნოზი დაგისვან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.30 აპრილს ომბუდსმენის მიერ შექმნილი მედიკოსების საექსპერტო ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის სისხლში ალბუმინის ნაკლებობაა. ალბუმინი სისხლის ძირითადი ცილაა, რომელსაც ადამიანის ღვიძლი გამოიმუშავებს.კობახიძის განცხადებით, სააკაშვილი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო პირობით და დანარჩენი უკვე თავად პატიმრის პასუხისმგებლობაა.მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ აქციები არ იქნება წარმატებული, რადგან მას მოსახლეობის მხარდაჭერა აღარ აქვს.„მათი დასუსტების ხარჯზე პოლარიზაციის ხარისხი არის შემცირებული, რაც არის კარგი მდგომარეობა და ეს მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა კობახიძემ.ამასთან მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სააკაშვილის „გადაცემის ან გათავისუფლების“ შესაძლებლობა გამორიცხა.ორშაბათს, საღამოს გადის ულტიმატუმის ვადა, რომელიც ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას წაუყენეს. მათი თქმით, თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ და უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრების საშუალებას არ მისცემენ, ისინი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390081_697:0:3428:2048_1920x0_80_0_0_1eaaa3b28d0c3e539d33b3ca8e526d27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სააკაშვილი პრობლემა კვერცხი ხაჭო ირაკლი კობახიძე
სააკაშვილი პრობლემა კვერცხი ხაჭო ირაკლი კობახიძე
სააკაშვილის პრობლემას კვერცხი და ხაჭო გადაჭრის: ირაკლი კობახიძე
20:31 02.05.2022 (განახლებულია: 22:08 02.05.2022) მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი სპეციალურად არ იღებს ცილას.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები მოგვარდება, თუ ის ცილოვანი პროდუქტების მიღებას დაიწყებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
„მარტივად გვაქვს საქმე – შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას... ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. მგონი რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან 29 სექტემბერს ჩამოვიდა სატვირთოთი, რომელიც რძის ნაწარმით იყო დატვირთული.
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ის, რაც ახლა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხდება, წინასწარ განსაზღვრული გეგმის ნაწილი შეიძლება იყოს.
„შეიძლება იმიტომ არ იღებდე ცილას, რომ ასეთი დიაგნოზი დაგისვან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
30 აპრილს ომბუდსმენის მიერ შექმნილი მედიკოსების საექსპერტო ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის სისხლში ალბუმინის ნაკლებობაა. ალბუმინი სისხლის ძირითადი ცილაა, რომელსაც ადამიანის ღვიძლი გამოიმუშავებს.
კობახიძის განცხადებით, სააკაშვილი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო პირობით და დანარჩენი უკვე თავად პატიმრის პასუხისმგებლობაა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ აქციები არ იქნება წარმატებული, რადგან მას მოსახლეობის მხარდაჭერა აღარ აქვს.
„მათი დასუსტების ხარჯზე პოლარიზაციის ხარისხი არის შემცირებული, რაც არის კარგი მდგომარეობა და ეს მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სააკაშვილის „გადაცემის ან გათავისუფლების“ შესაძლებლობა გამორიცხა.
„თუ ვინმე ახლა, ან მომავალში მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას ან გათავისუფლებას, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი – საქართველოს ომში ჩართვა“, – აღნიშნა კობახიძემ.
ორშაბათს, საღამოს გადის ულტიმატუმის ვადა, რომელიც ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას წაუყენეს. მათი თქმით, თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ და უცხოეთში სამკურნალოდ გამგზავრების საშუალებას არ მისცემენ, ისინი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.