მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მისი ჯანმრთელობისთვის აქტიურ ბრძოლას აანონსებს

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერები სასამართლოს შენობასთან
სააკაშვილის მხარდამჭერები სასამართლოს შენობასთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
ორშაბათს, საღამოს ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას წაუყენეს.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მის გადასარჩენად პატრიარქთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რეგიონების მცხოვრებლებთან შეხვედრებს გეგმავს, განაცხადა ექს-პრეზიდენტის ძმამ დავით სააკაშვილმა.
სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა. ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.

„გეგმა არის ასეთი: ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან უკვე აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან, პირველ რიგში, ვისაუბრებთ ექიმებთან, უნდა ვისაუბროთ საპატრიარქოსთან. გვაქვს რაღაც სიგნალები, რომ შეიძლება პატივი დაგვდოს უწმინდესმა, გამონახოს დრო და შეგვხვდეს, რათა ჩვენ ავუხსნათ მას პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.

მისი თქმით, ოჯახი გეგმავს საპროტესტო აქციებს, მათ შორის, მასშტაბურ მანიფესტაციას.
„ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომელსაც ამ შეხვედრების შემდეგ დავიწყებთ ძალიან აქტიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით... თუ საჭიროა, მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.
ორშაბათს, საღამოს ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას წაუყენეს.
სააკაშვილის ახლობლები, ადვოკატები და მის მიერ შექმნილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტპატიმარს უწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0