https://sputnik-georgia.com/20220502/ratom-akritikebs-ukraina-saqartvelos-mtavrobas-kobaxizem-mizezebi-ganmarta-266378799.html
რატომ აკრიტიკებს უკრაინა საქართველოს მთავრობას: კობახიძემ მიზეზები განმარტა
რატომ აკრიტიკებს უკრაინა საქართველოს მთავრობას: კობახიძემ მიზეზები განმარტა
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები ახლა უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
2022-05-02T23:45+0400
2022-05-02T23:45+0400
2022-05-02T23:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
უკრაინა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390091_0:0:3505:1972_1920x0_80_0_0_8bbcd964b5f245a4d53736744428b24d.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სამწუხარო ფაქტი უწოდა უკრაინის მორიგ ბრალდებებს, რაც, მისი თქმით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ვრცელდება.როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, სასანქციო შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ამ ქვეყნების პროდუქციის სახით საერთაშორისო ბაზრებზე რუსული პროდუქციის რეექსპორტისთვის. ამ ქვეყნების ტერიტორიაზე უკვე 200-ზე მეტი კომპანია შეიქმნა.მისი თქმით, მსგავსი განცხადებების მიზეზი მარტივია.„ადამიანები აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლებაში“, – აღნიშნა კობახიძემ.დღეისათვის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებს.მათ შორისაა გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც არის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე, ზურაბ ადეიშვილი - უკრაინის გენპროკურორის მრჩეველი, ხოლო პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი დღემდე რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია.კობახიძის თქმით, კრიტიკა უკრაინის ხელისუფლების და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან – ეს არის კიდევ ერთი კოორდინირებული მცდელობა, რომ რამენაირად საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში.„ყველაფერი საბოლოო ჯამში ამას უკავშირდება. საქართველოში ამ პროცესებში პირდაპირ ჩართულია „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია. მათ სურთ საქართველოში ომის გაჩაღება“, – განაცხადა კობახიძემ.„ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაასუსტოს „ნაცმოძრაობა“, მათ შორის იმისათვის, რომ ომთან დაკავშირებული საფრთხეები საბოლოოდ გამოირიცხოს.„საქართველო უკრაინაზე ათჯერ პატარა ქვეყანაა. შესაბამისად, ომის თავიდან აცილება უნდა იყოს მთავარი, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ და ზუსტად ამის საპირისპირო მიზეზი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზუსტად ამის გამო ისინი გვთავაზობენ უამრავ პროვოკაციას, სპეკულაციას, ამის გამო შემოაქვთ ახალი თემები ამ პროცესში“, – განაცხადა კობახიძემ.„ნაციონალური მოძრაობა“ მკვეთრად აკრიტიკებს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის გამო. ამასთან პარტია დაჟინებით მოითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და მიზნის მისაღწევად მასობრივ საპროტესტო აქციებს გეგმავს.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390091_718:0:3449:2048_1920x0_80_0_0_d24191d3f0fe08d90f7ae0f7ec233142.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა საქართველო მთავრობა კრიტიკა ირაკლი კობახიძე მიზეზები განმარტება
უკრაინა საქართველო მთავრობა კრიტიკა ირაკლი კობახიძე მიზეზები განმარტება
რატომ აკრიტიკებს უკრაინა საქართველოს მთავრობას: კობახიძემ მიზეზები განმარტა
23:45 02.05.2022 (განახლებულია: 23:58 02.05.2022) „ქართული ოცნების“ ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები ახლა უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სამწუხარო ფაქტი უწოდა უკრაინის მორიგ ბრალდებებს, რაც, მისი თქმით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ვრცელდება.
როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, სასანქციო შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ამ ქვეყნების პროდუქციის სახით საერთაშორისო ბაზრებზე რუსული პროდუქციის რეექსპორტისთვის. ამ ქვეყნების ტერიტორიაზე უკვე 200-ზე მეტი კომპანია შეიქმნა.
„ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა, როდესაც ფაქტების გარეშე ვრცელდება განცხადება უკრაინის ხელისუფლების მიერ... ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ უკრაინულ მხარეს, რომ სხვანაირი პასუხისმგებლობით მიუდგეს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბებულია პირველ რიგში ჩვენს ხალხებს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებების მიზეზი მარტივია.
„ადამიანები აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლებაში“, – აღნიშნა კობახიძემ.
დღეისათვის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებს.
მათ შორისაა გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც არის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე, ზურაბ ადეიშვილი - უკრაინის გენპროკურორის მრჩეველი, ხოლო პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი დღემდე რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია.
კობახიძის თქმით, კრიტიკა უკრაინის ხელისუფლების და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან – ეს არის კიდევ ერთი კოორდინირებული მცდელობა, რომ რამენაირად საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში.
„ყველაფერი საბოლოო ჯამში ამას უკავშირდება. საქართველოში ამ პროცესებში პირდაპირ ჩართულია „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია. მათ სურთ საქართველოში ომის გაჩაღება“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაასუსტოს „ნაცმოძრაობა“, მათ შორის იმისათვის, რომ ომთან დაკავშირებული საფრთხეები საბოლოოდ გამოირიცხოს.
„საქართველო უკრაინაზე ათჯერ პატარა ქვეყანაა. შესაბამისად, ომის თავიდან აცილება უნდა იყოს მთავარი, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ და ზუსტად ამის საპირისპირო მიზეზი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზუსტად ამის გამო ისინი გვთავაზობენ უამრავ პროვოკაციას, სპეკულაციას, ამის გამო შემოაქვთ ახალი თემები ამ პროცესში“, – განაცხადა კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ მკვეთრად აკრიტიკებს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის გამო. ამასთან პარტია დაჟინებით მოითხოვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და მიზნის მისაღწევად მასობრივ საპროტესტო აქციებს გეგმავს.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.