https://sputnik-georgia.com/20220502/ramden-xans-gagrzeldeba-uamindoba-saqartvelosi-sinoptikosebis-prognozi-266374939.html
რამდენ ხანს გაგრძელდება უამინდობა საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
რამდენ ხანს გაგრძელდება უამინდობა საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
Sputnik საქართველო
5 მაისიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გრილი და ნოტიო მასები გავრცელდება, შესაძლოა ჰაერის ტემპერატურამ დაიკლოს.
2022-05-02T20:38+0400
2022-05-02T20:38+0400
2022-05-02T22:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
ამინდი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/17/265433800_0:293:3077:2024_1920x0_80_0_0_0c09251990f716acbcb9201bae93183a.jpg
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. დაბალი ტემპერატურა საქართველოს ტერიტორიაზე 5 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.3-4 მაისს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.5 მაისიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გავრცელდება გრილი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება და წვიმა, ზოგან ძლიერი.თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 2 და 5 მაისს +14, +16 იქნება, ხოლო 3-4 მაისს ჰაერი +20, +22 გრადუსამდე გათბება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/17/265433800_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_90deda07edd08e157a24b1f0bc671c04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უამინდობა საქართველო სინოპტიკოსები პროგნოზი
უამინდობა საქართველო სინოპტიკოსები პროგნოზი
რამდენ ხანს გაგრძელდება უამინდობა საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
20:38 02.05.2022 (განახლებულია: 22:09 02.05.2022) 5 მაისიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გრილი და ნოტიო მასები გავრცელდება, შესაძლოა ჰაერის ტემპერატურამ დაიკლოს.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. დაბალი ტემპერატურა საქართველოს ტერიტორიაზე 5 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
3-4 მაისს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.
5 მაისიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გავრცელდება გრილი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება და წვიმა, ზოგან ძლიერი.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 2 და 5 მაისს +14, +16 იქნება, ხოლო 3-4 მაისს ჰაერი +20, +22 გრადუსამდე გათბება.