ოპოზიციამ ერევანში ქუჩების გადაკეტვა, პოლიციამ კი დაკავებები დაიწყო: ვიდეო

© photo: Sputnik / Asatur Yesayants / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. სომხურმა ოპოზიციამ ხელისუფლების გადაყენების მიზნით ორშაბათს, დილით ერევნის ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა დაიწყო, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.
სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია „ჰაიასტანის“ დეპუტატმა იშხან საღათელიანმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ დილის 08:30 საათიდან ოპოზიცია სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მშვიდობიან აქციაზე გადადის.
ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც ღამე ერევანში, საფრანგეთის მოედანზე გაშლილ კარვებში გაათიეს, მოქმედებისთვის მზად არიან და ეტაპობრივად ბლოკავენ სხვადასხვა ქუჩებს.
ამასობაში ოპოზიციის ნაწილმა მსვლელობა დაიწყო კორიუნის ქუჩებიდან, შემდეგ კი ჰერაცის ქუჩაზე გვირაბი გადაკეტა. სამართალდამცველებმა აქტივისტების დაკავება დაიწყეს.
სომხეთში საპროტესტო აქტივობის ზრდა გამოიწვია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის რამდენიმე გახმაურებულმა განცხადებამ ყარაბაღის ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესის შესახებ.
ოპოზიცია დეცენტრალიზებულ საპროტესტო აქციებს 25 აპრილიდან მართავს, რადგან მიაჩნია, რომ ხელისუფლების პოლიტიკა „დამანგრეველია სომხეთისთვის და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისთვის, რაც სომხურ მხარეს უქადის არა მარტო ახალ დათმობებზე წასვლას, არამედ სახელმწიფოებრიობის დაკარგვასაც“.
ყველა ახალი ამბავი
0