Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პირბადე მხოლოდ ტრანსპორტსა და კლინიკებში: მთავრობამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
ამ დრომდე საქართველოში პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იყო სავალდებულო.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. დღეიდან პირბადის გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება სავალდებულო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება არც სასწავლო დაწესებულებებში.

„ქვეყანაში კოვიდ-სიტუაცია დასტაბილურდა, რაც გვაძლევს საშუალებას, შევამსუბუქოთ რეგულაციები. დღეიდან უქმდება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებში. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი იანვარსა და თებერვლის დასაწყისში გადაიარა. ახალი შტამი „ომიკრონი“ იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ 31 იანვარს გამოვლენილმა ინფიცირების შემთხვევებმა 26 ათასს გადააჭარბა.
თებერვლის შუა რიცხვებიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში გაუმჯობესდა. ბოლო დღეებში დღე-ღამეში მაქსიმუმ 200–300 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიოლოგები ელოდებიან, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი კიდევ უფრო დასუსტდება და სეზონურ გრიპად იქცევა.
ქართველი ექსპერტების შეფასებით, რომლებიც ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობიან, საქართველოში მოსახლეობის 85%-ს უკვე გააჩნია იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0