Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამყრელიძე: ქვეყანაში კორონავირუსს ამჟამად გრიპის ვირუსის გავრცელება აჭარბებს

© Sputnik / Alexander Imedashviliპირბადე ავტომობილში
პირბადე ავტომობილში - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
გრიპის ვირუსის ცირკულაციის ასეთი სეზონური გახანგრძლივება ქვეყანაში 2008-2009 წლის შემდეგ არ გვქონია, განაცხადა ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა.
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ამჟამად გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას, უფრო მეტი გრიპის ვირუსი ცირკულირებს, ვიდრე კორონავირუსის „ომიკრონი“, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, 2008-2009 წლების შემდეგ საქართველოში ვირუსის მსგავსი გავრცელება არ ყოფილა.

„კოვიდპანდემიის პერიოდში რესპირაციული ვირუსების გავრცელების დინამიკამ გარკვეული სახეცვლილება განიცადა. 2020 წელს გრიპი თითქმის არ იყო, ახალმა კორონავირუსმა „დაჩაგრა“ გრიპი და ნაკლებად შეაწუხა მოსახლეობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით 2021 წელსაც ამგვარი დინამიკა გაგრძელდა. მაგრამ 2022 წელს რესპირაციული ვირუსების გავრცელებამ სახე იცვალა.
როგორც საქართველოს მთავარმა ეპიდემიოლოგმა განმარტა, რესპირაციული ვირუსები, კერძოდ, გრიპის, რინოვირუსი, სინციტიური ვირუსი და სხვები ყოველი წლის შემოდგომის მეორე ნახევრიდან გაზაფხულის მარტის ბოლომდე ცირკულირებდა.
მას შემდეგ, რაც „ომიკრონი“ გამოჩნდა, ასევე იმატა სხვა რესპირაციული ვირუსების დინამიკამ, აღნიშნა გამყრელიძემ.

„მონაცემებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ახლა გრიპის ვირუსის გავრცელება ბევრად სჭარბობს კორონავირუსის გავრცელებას, უფრო მეტი გრიპის ვირუსი ცირკულირებს, ვიდრე კორონავირუსის „ომიკრონი“, თუმცა ეს პანიკის საბაბს არ იძლევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

იანვარსა და თებერვლის დასაწყისში საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი გადალახა. „ომიკრონის“ ახალი შტამი იმდენად გადამდები იყო, რომ მხოლოდ ერთ დღეში, 31 იანვარს ინფექციის 26.000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
თებერვლის შუა რიცხვებიდან საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდა. ბოლო დღეებში ინფიცირების მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 50-დან 200-მდე მერყეობს. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი კიდევ უფრო შესუსტდება და სეზონურ გრიპად გადაიქცევა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 1.655.221 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1.637.293, ხოლო გარდაიცვალა 16.811 პაციენტი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის დაწყება 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარა.
კოროვირუსული ინფექციით გამოწვეული პნევმონია ჩინეთში პირველად 2019 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0