https://sputnik-georgia.com/20220502/finansta-ministri-saqartvelos-ekonomikuri-zrdis-prognozis-gadaxedva-jer-ar-moxdeba-266376859.html
ფინანსთა მინისტრი: საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა ჯერ არ მოხდება
ფინანსთა მინისტრი: საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა ჯერ არ მოხდება
Sputnik საქართველო
ჩვენ დაველოდებით წლის მეორე ნახევარს და მესამე კვარტალს და აქედან გამომდინარე შესაძლოა განვაახლოთ ჩვენი პროგნოზი, განაცხადა მინისტრმა
2022-05-02T21:45+0400
2022-05-02T21:45+0400
2022-05-02T23:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264880869_197:222:1723:1080_1920x0_80_0_0_fd65f27dcfeab77b78c78451d24d92d0.jpg
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ იჩქარებს ეკონომიკის ზრდის პროგნოზის გადახედვას, განაცხადა ბრიფინგზე უწყების ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილმა.2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6%-ის დონეზეა ნავარაუდევი. მაგრამ ეროვნული ბანკის ბოლო პროგნოზით მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 3-4%-ით გაიზარდოს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით – 3,2%-ით.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ თანახმად, 2022 წლის მარტში საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 10,6% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში საშუალო მაჩვენებელმა 14,4% შეადგინა.მშპ-ის ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ სფეროებში: ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ხელოვნება, დასვენება და გართობა, სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264880869_297:175:1503:1080_1920x0_80_0_0_0bdbcb15a64ac7b3cef98bb5cd389cd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველო ეკონომიკური ზრდა პროგნოზი გადახედვა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველო ეკონომიკური ზრდა პროგნოზი გადახედვა
ფინანსთა მინისტრი: საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა ჯერ არ მოხდება
21:45 02.05.2022 (განახლებულია: 23:23 02.05.2022) ჩვენ დაველოდებით წლის მეორე ნახევარს და მესამე კვარტალს და აქედან გამომდინარე, შესაძლოა, განვაახლოთ ჩვენი პროგნოზი, განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ იჩქარებს ეკონომიკის ზრდის პროგნოზის გადახედვას, განაცხადა ბრიფინგზე უწყების ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილმა.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6%-ის დონეზეა ნავარაუდევი. მაგრამ ეროვნული ბანკის ბოლო პროგნოზით მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 3-4%-ით გაიზარდოს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით – 3,2%-ით.
„საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადახედეს პროგნოზებს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მაღალია გაურკვევლობა ყველა მიმართულებით, ჩვენ არ ვჩქარობთ ჯერ პროგნოზების ცვლილებას. დაველოდებით წლის მეორე ნახევარს და მესამე კვარტალს და აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, განვაახლოთ ჩვენი პროგნოზები“, – განაცხადა ხუციშვილმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ თანახმად, 2022 წლის მარტში საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 10,6% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში საშუალო მაჩვენებელმა 14,4% შეადგინა.
მშპ-ის ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ სფეროებში: ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ხელოვნება, დასვენება და გართობა, სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა.