COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები - 2 მაისი

© AFP 2024 / KAREN DUCEYლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.637.293 ადამიანი; ჩატარებულია 2.882.587 აცრა, ერთ დღეში აცრილია 38 ადამიანი.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 51-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.655.221-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.637.293 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 95), გარდაიცვალა – 16.811 (ბოლო დღე-ღამეში – 1). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 286 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 4.638 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3.223, PCR–ტესტით – 1.415.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,1%, ბოლო 14 დღის – 0,99%, ბოლო 7 დღის – 0,84%.
სულ ჩატარებულია 2.882.587 აცრა, ერთ დღეში აცრილია 38 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0