ძლიერმა წვიმამ თბილისში ღამით პრობლემები შექმნა

© photo: Sputnikღრუბლები თბილისის თავზე
ღრუბლები თბილისის თავზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2022
გამოწერა
უხვი ნალექის გამო ნაწილობრივ დაიტბორა მტკვრის მარცხენა სანაპირო და გმირთა მოედანი
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. თბილისში ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შექმნა: დაიტბორა გზები, ქუჩები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები.
კერძოდ, უხვი ნალექის გამო ნაწილობრივ დაიტბორა მტკვრის მარცხენა სანაპირო და გმირთა მოედანი.
წვიმის გამო ავტომობილებს გადაადგილება უჭირდათ ე.წ. ახალ გზაზე, რომელიც გმირთა მოედანს თამარაშვილის ქუჩასთან აკავშირებს.
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები, ასევე კომერციული ობიექტები.
მერიის სამსახურები ძლიერი წვიმის შედეგებს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. სახლებში გრძელდება წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.
ყველა ახალი ამბავი
0