ყურადღება: საქართველოში სახელმწიფო სერვისები ძვირდება
© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
ქვეყნის მცხოვრებლებსა და სტუმრებს მოუწევთ ცვლილებების გათვალისწინება სხვადასხვა დოკუმენტების წარდგენამდე ან მომსახურების მიღებამდე
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. 1 მაისიდან საქართველოში იუსტიციის სახლის მიერ მოწოდებული თითქმის ყველა საჯარო სერვისი ძვირდება.
Sputnik-საქართველომ შეადგინა საჯარო სერვისების შეცვლილი ფასების სრული სია მიღების სტანდარტული ვადების მიხედვით. დოკუმენტების დაჩქარებული წესით მიღებისას ფასი კიდევ უფრო იზრდება.
სამოქალაქო აქტები:
ბიომეტრიული პასპორტი - 150 ლარი
უცხოური არაბიომეტრიული პასპორტი - 65 ლარი
ბიომეტრიული პასპორტის გაცემა 1 წლით - 130 ლარი
საქართველოს მოქალაქეზე პირადობის მოწმობა - 60 ლარი
მუდმივი ბინადრობის ნებართვის და სპეციალური სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა - 60 ლარი.
განქორწინების მოწმობა - 60 ლარი
ცნობა სახელის, გვარის შეცვლის შესახებ - 75 ლარი
ისტორიული გვარის აღდგენა - 390 ლარი
სამოქალაქო აქტებში ცვლილებები, გარდა მამობის დადგენისა და შვილად აყვანის საკითხებისა - 20 ლარი
მოქალაქეობის მიღების შესახებ საბუთების ჩვეულებრივი, გამარტივებული წესით ან სპეციალური წესით განხილვა - 65 ლარი.
საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის საკითხის განხილვა - 130 ლარი
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა - 325 ლარი
ემიგრაციის ნებართვა - 80 ლარი
მუდმივი ბინადრობის ნებართვა – 350 ლარი
თანამემამულის სტატუსის მოპოვება - 65 ლარი
ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციის აქტები:
თბილისსა და რეგიონებში იუსტიციის სახლები მოქალაქეებს სთავაზობენ 450-მდე სერვისს: მოქალაქეობის მიღებას, ბინადრობის ნებართვას, უძრავი ქონების რეგისტრაციას, ბიზნესის რეგისტრაციას. აქ ასევე შესაძლებელია პირადობის მოწმობისა და სამოქალაქო პასპორტის, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის მიღება და ა.შ.