https://sputnik-georgia.com/20220501/tbilissi-yvela-sadrevani-cairto-266348297.html
თბილისში ყველა შადრევანი ჩაირთო
თბილისში ყველა შადრევანი ჩაირთო
Sputnik საქართველო
საქართველოს დედაქალაქში შადრევნები ნოემბრის თვეში ითიშება და მაისში კვლავ ირთვება.
2022-05-01T15:02+0400
2022-05-01T15:02+0400
2022-05-01T15:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23801/05/238010558_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_9daec46aeb4daf39f9ea28eaac84de25.jpg
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში დღეს მოქმედი შადრევნები ჩაირთო, ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ტემპერატურის მკვეთრი კლების გამო დედაქალაქში 2021 წლის 20 ნოემბერს ყველა მოქმედი შადრევანი გაითიშა. როგორც წესი, ყველა შადრევანი ყოველი წლის 1 მაისიდან ირთვება და ქალაქს ნოემბრის ბოლომდე ალამაზებს.უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს დედაქალაქს შადრევნები ვარკეთილის 3-ის III „ა“ მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში, ვარკეთილის ხევში, გლდანის მერვე მიკრორაიონში არსებულ სკვერში და რიგის ბაღში შეემატა.გარდა ამისა, ბუკიას ბაღში, გელოვანის პარკში, წერეთლის ბაღსა და ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონში მდებარე სკვერში არსებულ შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.თბილისის სხვადასხვა უბანში საერთო ჯამში 60 დიდი შადრევანია, მათზე კომპანია „ეკოსერვის ჯგუფი“ ზრუნავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23801/05/238010558_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_e0265a13ce45610ebeb19e32550a77b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი შადრევანი ჩართვა მერია
თბილისი შადრევანი ჩართვა მერია
თბილისში ყველა შადრევანი ჩაირთო
საქართველოს დედაქალაქში შადრევნები ნოემბრის თვეში ითიშება და მაისში კვლავ ირთვება.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში დღეს მოქმედი შადრევნები ჩაირთო, ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტემპერატურის მკვეთრი კლების გამო დედაქალაქში 2021 წლის 20 ნოემბერს ყველა მოქმედი შადრევანი გაითიშა. როგორც წესი, ყველა შადრევანი ყოველი წლის 1 მაისიდან ირთვება და ქალაქს ნოემბრის ბოლომდე ალამაზებს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს დედაქალაქს შადრევნები ვარკეთილის 3-ის III „ა“ მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში, ვარკეთილის ხევში, გლდანის მერვე მიკრორაიონში არსებულ სკვერში და რიგის ბაღში შეემატა.
გარდა ამისა, ბუკიას ბაღში, გელოვანის პარკში, წერეთლის ბაღსა და ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონში მდებარე სკვერში არსებულ შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
თბილისის სხვადასხვა უბანში საერთო ჯამში 60 დიდი შადრევანია, მათზე კომპანია „ეკოსერვის ჯგუფი“ ზრუნავს.