თბილისში მშრომელთა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2022
გამოწერა
მომიტინგეები მოითხოვენ მშრომელებზე ორიენტირებულ სოციალურ პოლიტიკას, ღირსეულ ანაზღაურებას და ანაზღაურებად შვებულებას
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დასაქმებულთათვის შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ მშრომელებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის შექმნას, ღირსეულ ხელფასს და ანაზღაურებად შვებულებას, პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადებას, ქალებსა და მამაკაცებს შორის სახელფასო ბალანსის გათანაბრებას და უმუშევრობის შემწეობის შემოღებას.
ეს არის ის ძირითადი ცვლილებები, რასაც მოითხოვს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება და დასაქმებულები, განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს ასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა ხელისუფლებას პრობლემები შეახსენოს.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოში უნდა იყოს უსაფრთხო სამუშაო გარემო და არ იყოს შრომითი დისკრიმინაცია.
პირველ მაისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხალხი გამოდის ქუჩებში მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ბევრ ქვეყანაში 1 მაისი არის ოფიციალური დღესასწაული და, შესაბამისად, უქმე დღე.
ყველა ახალი ამბავი
0