თბილისის სამი რაიონის მოსახლეობა 24 საათით უწყლოდ დარჩა

© Pixabay / 13727445წყლის ონკანი
წყლის ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2022
გამოწერა
პრობლემის აღმოფხვრამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო ღრმაღელეს წყალგამტარი გვირაბის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 1 მაისის დღის 12:00 საათიდან 2 მაისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
აღნიშნულ პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდებათ ჩუღურეთის, ისნის და ნაძალადევის რაიონებს.
ჩუღურეთის რაიონში – სამშვილდის, მარუაშვილის, სამურზაყანოს, ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, გუმათის, ხუდადოვის, მახათას, ხეხილ სანერგე მეურნეობის, გედევანიშვილის, სარკინეთის, მახათას აღმართის, ივერთუბნის, აგიაშვილის, შერვაშიძის, განთიადის, არაგვისპირელის, ყუბანეიშვილის, რეხის და მიმდებარე ქუჩებს.
ისნის რაიონში – ფშავის, მუჯირიშვილის, საინგილოს, სამრეკლოს, მესხიშვილის, ახვლედიანის, ლომოურის, ავლაბრის, სართიჭალას, ბზიფის, აწყურის, საბანაკო დასახლებას, ტატიშვილის, უზნაძის, ბუცხრიკიძის ქუჩებს, ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, ღვინის აღმართს, მეტეხის აღმართს, 300 არაგველის, ბოდბის, ლუსინიანის, კაჩინსკის, დიდგორის, წულაძის, გაბრიელ სალოსის, მოსკოვის გამზირის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონში – გეგუთის, სვირის, მირზაანის, ჟღენტის, გომარეთის, ახტალის, ლოტკინის მთის, ხერთვისის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქართლის, დაისის, ღრმაღელის, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, მოლოკოვის, გრუზინსკის, ზედაზენის, ახალ მოწამეთა, ღრმარელის, სანზონის, კაჭრეთის, მესხის, ქებურიას, ურიდიას, უიარაღოს, ჩარგლის, ზიგზაგის, გავაზაურის, ილურიძის, ხევსურეთის, სვანეთის, სააკაძის, წიკლაურის ქსოვრელის და მიმდებარე ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0