https://sputnik-georgia.com/20220501/saqartvelos-centralur-avtomagistralze-sezrudva-wesdeba-266349212.html
საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე შეზღუდვა წესდება
საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე შეზღუდვა წესდება
Sputnik საქართველო
12,2 კმ სიგრძის ხევი-უბისა რიკოთი-ზესტაფონის გზის ურთულესი მონაკვეთია
2022-05-01T16:15+0400
2022-05-01T16:15+0400
2022-05-01T16:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249102308_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_b083af9655f9137602341b0a21a99d56.jpg
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2 მაისის 02:00 საათიდან 06:00 საათამდე ყოველ საათში 10-15 წუთის ინტერვალით შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე.უწყების მონაცემებით, რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟი განხორციელდება. შეზღუდვა სწორედ ამ სამუშაოებს უკავშირდება.სამუშაოებს ახორციელებს ჩინური კონტრაქტორი კომპანია Hunan Roads and Bridges Construction Group.ხევი–უბისა რიკოთი–ზესტაფონის საავტომობილო გზის ურთულესი მონაკვეთია, რომლის სიგრძე 12,2 კილომეტრია. პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი გზის, 8,3 კმ საერთო სიგრძის 37 ხიდის და 9,4 კმ საერთო სიგრძის 20 გვირაბის მშენებლობას. გზის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს.რიკოთის უღელტეხილზე გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობის დასრულება 2022 წელს იგეგმება, ხოლო მისი ექსპლუატაციაში მთლიანად გაშვება - 2023 წელს.ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება. პროექტის განხორციელებაზე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი დაიხარჯება.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249102308_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_2408bad476195b519e36f259c60d9e6b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო აღმოსავლეთი-დასავლეთი ავტომაგისტრალი რიკოთი ხევი-უბისა შეზღუდვა
საქართველო აღმოსავლეთი-დასავლეთი ავტომაგისტრალი რიკოთი ხევი-უბისა შეზღუდვა
საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე შეზღუდვა წესდება
12,2 კმ სიგრძის ხევი-უბისა რიკოთი-ზესტაფონის გზის ურთულესი მონაკვეთია
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2 მაისის 02:00 საათიდან 06:00 საათამდე ყოველ საათში 10-15 წუთის ინტერვალით შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე.
უწყების მონაცემებით, რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისას მონაკვეთზე ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟი განხორციელდება. შეზღუდვა სწორედ ამ სამუშაოებს უკავშირდება.
სამუშაოებს ახორციელებს ჩინური კონტრაქტორი კომპანია Hunan Roads and Bridges Construction Group.
ხევი–უბისა რიკოთი–ზესტაფონის საავტომობილო გზის ურთულესი მონაკვეთია, რომლის სიგრძე 12,2 კილომეტრია. პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი გზის, 8,3 კმ საერთო სიგრძის 37 ხიდის და 9,4 კმ საერთო სიგრძის 20 გვირაბის მშენებლობას. გზის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს.
რიკოთის უღელტეხილზე გზის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობის დასრულება 2022 წელს იგეგმება, ხოლო მისი ექსპლუატაციაში მთლიანად გაშვება - 2023 წელს.
ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება. პროექტის განხორციელებაზე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი დაიხარჯება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.