მეოთხე მედალი ევროპის ჩემპიონატზე - გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს პრიზიორია

© AFP 2024 / Wojtek Radwanskiგურამ თუშიშვილი
გურამ თუშიშვილი  - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2022
გამოწერა
ორი ოქრო და ორი ვერცხლი - ასეთი შედეგით დაასრულა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
ქართველმა სპორტსმენმა უკრაინელი იაკოვ ხამო დაამარცხა.
ეს თუშიშვილის მესამე ბრინჯაოა ევროპის ჩემპიონატებზე. ქართველ ძიუდოისტს ყულაბაში ოქროს მედალიც აქვს - 2017 წლის ვარშავაში მან ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
საქართველოს ნაკრები სოფიას ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლით ტოვებს. ევროპის ჩემპიონები ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდნენ, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
უახლოეს მომავალში გუნდი ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს დიდი სლემის ტურნირში, რომელიც თბილისში 3-5 ივნისს გაიმართება.
29 აპრილიდან 1 მაისამდე სოფიაში (ბულგარეთი) 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში გაიმართა. განაცხადების მიხედვით, შეჯიბრში კონტინენტის 40 ქვეყნიდან 362 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0