მეორე ოქრო სოფიაში - ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია

© courtesy of International Judo Federationლუკა მაისურაძე
ლუკა მაისურაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2022
გამოწერა
დღეს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი - გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ (90 კგ) სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
მაისურაძემ ფინალურ ორთაბრძოლაში აშკარა უპირატესობით სერბი დარკო ბრასნოვიჩი დაამარცხა.
ეს ქართველი სპორტსმენის პირველი ოქროს მედალია კონტინენტურ პირველობებზე მოზრდილთა შორის.
დღეს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი - გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ასევე ჰქონდა ვარლამ ლიპარტელიანს (100 კგ), თუმცა გუნდის კაპიტანი ესპანეთის წარმომადგენელ ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა. კიდევ ორი ძიუდოისტი - ილია სულამანიძე და სოფიო სომხიშვილი შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს. გუშინ ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მესამე ადგილი დაიკავა.
29 აპრილიდან 1 მაისამდე სოფიაში (ბულგარეთი) ძიუდოში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. განაცხადების მიხედვით, შეჯიბრში კონტინენტის 40 ქვეყნიდან 362 სპორტსმენი მონაწილეობს.
ყველა ახალი ამბავი
0