მცხეთა-მთიანეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა: ადგილზე სპეცტექნიკა მუშაობს

© photo: Sputnik / Stringerმეწყერი ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე
მეწყერი ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2022
გამოწერა
სტიქიამ პრობლემები დაბა ფასანაურსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის კიდევ სამ ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნა.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა, ნათქვამია დუშეთის მუნიციპალიტეტის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უხვი ნალექის შედეგად ფასანაურის, ქვეშეთის, გუდამაყრის, ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელი გახდა. ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა და ჩაიხერგა გზები.
„გუშინდელი დღიდან ღვარცოფისგან გზების გასაწმენდად ადგილზე მუშაობს მუნიციპალური ტექნიკა და კომპანია „არალის“ რვა ერთეული ავტოთვითმცლელი, სამი ერთეული დამტვირთველი და ერთი ავტოგრეიდერი“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
მიმდინარე სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მოადგილეები ვასილ წიკლაური, ოთარ ჩხეიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პირადად უწევენ მონიტორინგს, ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
„აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ვაგრძელებთ გზის გაწმენდით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ტრანსპორტის გადაადგილება უკვე აღდგენილია დაბა ფასანაურში.
წყარო - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია
ყველა ახალი ამბავი
0