ერევნის ცენტრში ოპოზიციის მრავალათასიანი აქცია იმართება

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისაპროტესტო აქციები ერევანში
საპროტესტო აქციები ერევანში - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2022
გამოწერა
ოპოზიციონერების კოლონები ქალაქ იჯევანიდან და ტიგრანაშენიდან ერევნისკენ გაემართნენ, ისინი დედაქალაქში 1 მაისს ჩავიდნენ და აქციას შეუერთდნენ
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. ერევანში, საფრანგეთის მოედანზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, იტყობინება Sputnik-სომხეთი.
25 აპრილიდან სომხეთის ოპოზიცია ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავს, რადგან თვლის, რომ ხელისუფლების პოლიტიკა „დესტრუქციულია სომხეთისთვის და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისთვის, ემუქრება სომხურ მხარეს არა მხოლოდ ახალი დათმობებით, არამედ სახელმწიფოებრიობის დაკარგვით“.
შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციური ფრაქციიდან „სომხეთი“ იშხან საღათელიანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებმა უკვე დაამტკიცეს, რომ დღევანდელ ხელმძღვანელობას მანდატი აღარ გააჩნია.
„ახლა ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მას არ გააჩნია ძალაუფლება“, - განაცხადა საღათელიანმა.
სომხეთის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ არმენ აშოტიანმა ჟურნალისტებთან საუბარში სიმბოლური უწოდა იმას, რომ პარტიის წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში, წმინდა ანას ეკლესიასთან შეიკრიბნენ და მიტინგზე მიემართებიან.
„ბრძოლა სახალხო მოძრაობის გამარჯვებით უნდა დასრულდეს და არა ვადამდელი არჩევნებით. სომხეთმა უნდა გაშალოს ფრთები, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან", - განაცხადა აშოტიანმა.
ოპოზიციონერთა კოლონები ქალაქ იჯევანიდან და ტიგრანაშენიდან ერევნისკენ გაემართნენ, ისინი დედაქალაქში 1 მაისს ჩავიდნენ და აქციაში მონაწილეობენ.
ყველა ახალი ამბავი
0