Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ეპიდვითარება საქართველოში: სამ რეგიონში კორონავირუსის შემთხვევები არ გამოვლენილა

© photo: Sputnik / Stringerკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია  - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 72-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.655.170-ს მიაღწია.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 72 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 41 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთი.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა - 8, იმერეთი - 7, ქვემო ქართლი - 5, გურია - 4, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 4, შიდა ქართლი - 2, კახეთი - 1. რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, სამცხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს, ამ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ გამოვლენილა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 161 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.637.198-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 3 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.810-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 1.136 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 287 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 166, აჭარაში - 7, იმერეთში - 75.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 68 პირი, მათ შორის, თბილისში - 45, აჭარაში - 5, იმერეთში - 8.
849 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 72-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.655.170-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0