რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: „აზოვსტალთან“ მდებარე სახლებიდან 46 მოქალაქე გამოვიდა

© photo: Sputnik / Maxim Blinov  / გადასვლა მედიაბანკშილტოლვილები მარიუპოლიდან
ლტოლვილები მარიუპოლიდან - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2022
გამოწერა
მშვიდობიან მოქალაქეთა ორმა ჯგუფმა „აზოვსტალის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორია დატოვა
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახლებიდან შაბათს 46 მშვიდობიანი მოქალაქე გამოვიდა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„აზოვსტალის“ ქარხანაში უკრაინელი მებრძოლები არიან ბლოკირებული.
უწყების ცნობით, 30 აპრილს, დუმილის რეჟიმის დამყარების და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შედეგად, „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები სამოქალაქო პირთა ორმა ჯგუფმა დატოვა.
„შუადღისას 25 ადგილობრივი მცხოვრები გამოვიდა. ღამის საათებში, დუმილის რეჟიმის გამოყენებით, გამოვიდა მეორე, 21 კაციანი ჯგუფი, რომლებიც დასახლებულ პუნქტ ბეზიმენნოეში გადაიყვანეს ", - აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.
აღნიშნულია, რომ ყველა სამოქალაქო პირს მიეწოდა ღამის გასათევი, საკვები და საჭირო სამედიცინო დახმარება.
რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მის მიზნად დაასახელა „იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში კიევის რეჟიმის წამებისა და გენოციდის მსხვერპლი არიან". ამისთვის, მისი თქმით, იგეგმება „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია", ყველა იმ სამხედრო დამნაშავის გასამართლება, ვისაც დონბასის „მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სისხლიანი დანაშაული აქვს ჩადენილი“. რუსეთის სამხედრო უწყებაში „სპეცოპერაციის“ მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლებას უწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0