ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა - ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerძიუდოს დიდი სლემი. ტატო გრიგალაშვილი
ძიუდოს დიდი სლემი. ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2022
გამოწერა
ქართველმა ძიუდოისტმა ოქროს მედალი სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) სოფიაში (ბულგარეთი) კონტინენტის ჩემპიონატის ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბელგიელი მათიას კასე (Matthias Casse) დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.
გრიგალაშვილმა მეტოქეს რევანში აუღო. ბოლო ორ დაპირისპირებაში ტატო ბელგიელ მეტოქესთან დამარცხდა - ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოსათვის ბრძოლაში და ბუდაპეშტში 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
წინა დღით ტურნირის ბრინჯაოს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა. სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) მედლის გარეშე დარჩა.
1 მაისს სოფიაში ტატამზე ხუთი ქართველი ძიუდოისტი გამოვა.
ყველა ახალი ამბავი
0