სახლში, სადაც ორი ბავშვი ცხოვრობს, ათობით ქვეწარმავალი აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიგველი
გველი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2022
გამოწერა
ოჯახის წევრებს ღამით შიშინი ესმოდათ.
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში ქვეწარმავლები მომრავლდნენ.
სოფელში, ერთ-ერთ სახლში, სადაც ორი არასრულწლოვანი ცხოვრობს, ათეულობით ქვეწარმავალი აღმოაჩინეს.
ვანის მერის, ალექსანდრე გოგორიშვილის განცხადებით, მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ თბილისიდან სპეციალური ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.
„გველები სახლის კედლებსა და ჭერში იყვნენ დაბუდებული. ოჯახის წევრებს ღამით შიშინი ესმოდათ. სახლი გალესილი არ არის და როგორც ჩანს, ამიტომ მოხვდნენ გველები შიგნით. როდესაც ეს სამუშაოები დასრულდება, ოჯახს სახლის გალესვაშიც დავეხმარებით", - განაცხადა გოგორიშვილმა.
მერის ინფორმაციით, ადგილზე ხუთი ადამიანი მუშაობს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქვეწარმავლების მომრავლების გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში საჯარო სკოლა მეორე კვირაა, დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.
საქართველოში 30 სახეობის გველი ბინადრობს, მათგან შხამიანი ოთხია — გიურზა, დინიკის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა. თბილისში გველის 12-მდე სახეობა ბინადრობს.
სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ეზოების გაწმენდას სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისგან და ბალახის მოთიბვას, რათა გველებმა ბუდეების გაკეთება ვერ შეძლონ.
ყველა ახალი ამბავი
0