https://sputnik-georgia.com/20220430/saqartvelossagareo-sameta-ministris-viziti-somxetsi-pirveli-sexvedrebijs-sedegebi-266337014.html
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთში: პირველი შეხვედრების შედეგები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთში: პირველი შეხვედრების შედეგები
Sputnik საქართველო
ეს დარჩიაშვილის პირველი ვიზიტია სომხეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში
2022-04-30T15:36+0400
2022-04-30T15:36+0400
2022-04-30T15:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
კავკასია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1e/266334594_13:90:1275:800_1920x0_80_0_0_df8c6eb7b74542cfa73cb1fcd60d9203.jpg
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველო და სომხეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავენ, ამის შესახებ შეთანხმებას მიაღწია ერევანში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა თავის კოლეგა არატატ მირზოიანთან გამართულ შეხვედრაზე.ეს დარჩიაშვილის პირველი ვიზიტია სომხეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე სომხეთის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.დარჩიაშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იმსჯელა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაზე.მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა განავითარონ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი, ასევე სისტემატიურად ჩაატარონ ორმხრივი ეკონომიკური კომისიის სხდომები. საუბარი შეეხო ასევე ტურიზმის განვითარებას და კავშირებს კულტურისა და განათლების სფეროში.ილია დარჩიაშვილმა მირზოიანი საქართველოში მოიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ვიზიტი დიალოგის შემდგომი განვითარებისთვის კარგი იმპულსი გახდება.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დარჩიაშვილმა მოინახულა მემორიალური კომპლექსი „ციცერნაკაბერდი“ და სომხების გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა ერთმანეთთან გააფორმეს საერთაშორისო მნიშვნელობის 88 დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა სფეროებში.წყარო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1e/266334594_296:71:1269:800_1920x0_80_0_0_4565d940a3acdee98c83eea3e3ed4fe9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტი სომხეთი შეხვედრები შედეგები
საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტი სომხეთი შეხვედრები შედეგები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთში: პირველი შეხვედრების შედეგები
ეს დარჩიაშვილის პირველი ვიზიტია სომხეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველო და სომხეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავენ, ამის შესახებ შეთანხმებას მიაღწია ერევანში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა თავის კოლეგა არატატ მირზოიანთან გამართულ შეხვედრაზე.
ეს დარჩიაშვილის პირველი ვიზიტია სომხეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე სომხეთის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.
დარჩიაშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე იმსჯელა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაზე.
მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა განავითარონ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი, ასევე სისტემატიურად ჩაატარონ ორმხრივი ეკონომიკური კომისიის სხდომები. საუბარი შეეხო ასევე ტურიზმის განვითარებას და კავშირებს კულტურისა და განათლების სფეროში.
ილია დარჩიაშვილმა მირზოიანი საქართველოში მოიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ვიზიტი დიალოგის შემდგომი განვითარებისთვის კარგი იმპულსი გახდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დარჩიაშვილმა მოინახულა მემორიალური კომპლექსი „ციცერნაკაბერდი“ და სომხების გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა ერთმანეთთან გააფორმეს საერთაშორისო მნიშვნელობის 88 დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო მიმოქცევის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა სფეროებში.