საქართველოში თავდაცვის ძალების დღე აღნიშნეს
18:36 30.04.2022 (განახლებულია: 15:29 13.05.2022)
© Ministry of Defence of Georgia საქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღნიშვნა
© Ministry of Defence of Georgia
გამოწერა
საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბადების დღედ 1991 წლის 30 აპრილი მიიჩნევა
თბილისი, 30 აპრილი- Sputnik. ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის დეპუტატები, სარდლობის და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების, გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები. ძალიან დიდია მათი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
© Ministry of Defence of Georgia საქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღნიშვნა
საქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღნიშვნა
© Ministry of Defence of Georgia
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები მოსახლეობაში დიდი ნდობით სარგებლობენ.
„დღეს თავდაცვის ძალები ნდობის კუთხით, ეკლესიასთან არის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი საქართველოში. ეს რა თქმა უნდა თქვენი, თითოეული სამხედროს დამსახურებაა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერებისათვის.
© Courtesy of Ministry of Defence of Georgia of Georgiaსაქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღნიშვნა
საქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღნიშვნა
© Courtesy of Ministry of Defence of Georgia of Georgia
სამხედროებს მათი პროფესიული დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა, მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმაც მიულოცა.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ასეთი ერთიანი, საამაყო, მამაცი ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი!“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
© Courtesy of Ministry of Defence of Georgia საქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღნიშვნა
საქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღნიშვნა
© Courtesy of Ministry of Defence of Georgia
საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბადების დღედ 1991 წლის 30 აპრილი ითვლება. ამ დღეს შინაგანი ჯარების შემადგენლობაში შემავალი ეროვნული გვარდიის რიგებში პირველი საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო.
შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის ძალები 2019 წელს ეწოდა. ჯარის რიცხოვნობას ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭო განსაზღვრავს და ის არ აღემატება 37 ათას ადამიანს.