https://sputnik-georgia.com/20220430/saqartvelosi-moqalaqeta-zogierti-kategoriistvis-pirbadis-tareba-savaldebulo-arar-iqneba-266337309.html
საქართველოში მოქალაქეთა ზოგიერთი კატეგორიისთვის პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
საქართველოში მოქალაქეთა ზოგიერთი კატეგორიისთვის პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
Sputnik საქართველო
დღეისათვის საქართველოში პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში და ტრანსპორტში
2022-04-30T16:11+0400
2022-04-30T16:11+0400
2023-08-17T18:17+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262217332_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_cf72925d0de28d2ef69570d1031cc5e0.jpg
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობასთან არსებული საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეთა ნაწილისთვის პირბადის ტარების წესის გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.დღეისათვის საქართველოში პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში და ტრანსპორტში, ღია სივრცეებში პირბადე საჭირო არ არის.თუმცა ამირან გამყრელიძეს არ დაუკონკრეტებია, მოქალაქეთა რა კატეგორიაზეა საუბარი.საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი იანვარსა და თებერვლის დასაწყისში გადაიარა. ახალი შტამი „ომიკრონი“ იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ 31 იანვარს გამოვლენილმა ინფიცირების შემთხვევებმა 26 ათასს გადააჭარბა.თებერვლის შუა რიცხვებიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში გაუმჯობესდა. ბოლო დღეებში დღე-ღამეში საშუალოდ 200–300 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიოლოგები ელოდებიან, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი კიდევ უფრო დასუსტდება და სეზონურ გრიპად იქცევა.ქართველი ექსპერტების შეფასებით, საქართველოში, ოფიციალური მონაცემებიდან გამომდინარე, მოსახლეობის 85%-ს უკვე გააჩნია იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის დაწყება 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.კოროვირუსული ინფექციით გამოწვეული პნევმონია ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გაჩნდა. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 1.228 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 16.807 ადამიანი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262217332_33:0:2764:2048_1920x0_80_0_0_f0937da1930741db0f5e3ae03a9eb4c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო მოქალაქე კატეგორია პირბადე ტარება ამირან გამყრელიძე
საქართველო მოქალაქე კატეგორია პირბადე ტარება ამირან გამყრელიძე
საქართველოში მოქალაქეთა ზოგიერთი კატეგორიისთვის პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
16:11 30.04.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) დღეისათვის საქართველოში პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში და ტრანსპორტში
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობასთან არსებული საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეთა ნაწილისთვის პირბადის ტარების წესის გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
დღეისათვის საქართველოში პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში და ტრანსპორტში, ღია სივრცეებში პირბადე საჭირო არ არის.
„ბევრ ქვეყანაში შემსუბუქებულია მისი ტარება დახურულ სივრცეში, მხოლოდ გარკვეული ჯგუფია, რომელიც ატარებს პირბადეს. ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა სამინისტროში და საკოორდინაციო საბჭოზე. ვფიქრობ, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
თუმცა ამირან გამყრელიძეს არ დაუკონკრეტებია, მოქალაქეთა რა კატეგორიაზეა საუბარი.
საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი იანვარსა და თებერვლის დასაწყისში გადაიარა. ახალი შტამი „ომიკრონი“ იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ 31 იანვარს გამოვლენილმა ინფიცირების შემთხვევებმა 26 ათასს გადააჭარბა.
თებერვლის შუა რიცხვებიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში გაუმჯობესდა. ბოლო დღეებში დღე-ღამეში საშუალოდ 200–300 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიოლოგები ელოდებიან, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი კიდევ უფრო დასუსტდება და სეზონურ გრიპად იქცევა.
ქართველი ექსპერტების შეფასებით, საქართველოში, ოფიციალური მონაცემებიდან გამომდინარე, მოსახლეობის 85%-ს უკვე გააჩნია იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის დაწყება 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
კოროვირუსული ინფექციით გამოწვეული პნევმონია ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გაჩნდა. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 1.228 აქტიური შემთხვევაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 16.807 ადამიანი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.