საქართველოში არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება გაგრძელდება

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმი. საპარლამენტო არჩევნები 2020. ხმის მიცემა საარჩევნო უბანზე.
ბათუმი. საპარლამენტო არჩევნები 2020.  ხმის მიცემა საარჩევნო უბანზე. - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2022
გამოწერა
ბათუმის საარჩევნო ოლქში 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნა გამოყენებული ამომრჩევლის ვერიფიკაციის აპარატები კომპლექსურად, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატებთან ერთად.
თბილისი, 30 აპრილი— Sputnik. საქართველოს საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას დიდი პერსპექტივა გააჩნია, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილმა სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ბოლო ორი წლის განმავლობაში საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შედეგები გააცნო.
„საქართველოში, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებამ ცხადყო, რომ ამ საშუალებების გამოყენებას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. შესაბამისად, დღეს ჩვენ დავიწყეთ ფართო დისკუსია და განხილვა ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენების შესახებ“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილის თქმით, ბათუმის საარჩევნო ოლქში 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნა გამოყენებული ამომრჩევლის ვერიფიკაციის აპარატები კომპლექსურად, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატებთან ერთად.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი წარმატებით შედგა, მიუხედავად იმ მცირედი ტექნიკური გამოწვევებისა, რომელიც ჩვენ ამ პილოტის ფარგლებში გამოვავლინეთ“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები 2 აპრილს გაიმართა. არჩევნებში გამარჯვება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ მოიპოვა.
ცესკოს თავმჯდომარის თქმით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენების გამოცდილება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ განიხილებოდეს ტექნოლოგიური საშუალებების ფართომასშტაბიანი გამოყენება.
ყველა ახალი ამბავი
0