საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს - ბოლო მონაცემები

© press-service of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaალუმინის და მეტალოპლასტმასის საწარმო
ალუმინის და მეტალოპლასტმასის საწარმო   - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2022
გამოწერა
2022 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეინიშნებოდა ზრდა პრაქტიკულად ყველა სფეროში.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის მარტში საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 10,6% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში საშუალო მაჩვენებელმა 14,4% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკა: ვინ ლიდერობს მშპ–ის სტრუქტურაში - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2020
საქართველოს ეკონომიკა: მშპ-ის სტრუქტურა
2022 წლის მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ სფეროებში – ელექტრომომარაგება გაზმომარაგება, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ხელოვნება, დასვენება და გართობა, სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა, ნათქვამია "საქსტატის" ანგარიშში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსის, ვახტანგ ცინცაძის თქმით, მთავრობის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას, რაც შესაბამისად აისახება სამუშაო ადგილების შექმნაში და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში.
„მარტში ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო როგორც მრეწველობის, ასევე ენერგეტიკის, მშენებლობის და მომსახურების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის მატებამ. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი წარმოების გაფართოება, ექსპორტის ზრდა და ტურიზმის აღდგენა წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის ძირითად ფაქტორებს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ცინცაძემ.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
წყარო - „საქსტატი“
ყველა ახალი ამბავი
0