https://sputnik-georgia.com/20220430/saqartvelo-da-yazaxeti-savawro-brunvis-da-satranzito-nakadebis-zrdas-gegmaven-266335552.html
საქართველო და ყაზახეთი სავაჭრო ბრუნვის და სატრანზიტო ნაკადების ზრდას გეგმავენ
საქართველო და ყაზახეთი სავაჭრო ბრუნვის და სატრანზიტო ნაკადების ზრდას გეგმავენ
Sputnik საქართველო
ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმებს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, აგრეთვე სპორტის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ.
2022-04-30T14:02+0400
2022-04-30T14:02+0400
2022-04-30T14:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
ყაზახეთი
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266326456_0:0:1558:876_1920x0_80_0_0_a89b1d6fe6fc0470e0fc87d2cfe17f7d.jpg
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველო და ყაზახეთი შეთანხმდნენ ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე და ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური.თბილისში დასრულდა საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა, რომლის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომელიც მიზნად ისახავს რამდენიმე სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.დოკუმენტს დავითაშვილთან ერთად ხელი მოაწერა ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა. დოკუმენტში განისაზღვრა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კავშირგამბულობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციების და სხვა სექტორებში.ასევე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმებს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, აგრეთვე სპორტის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ.დავითაშვილის თქმით, კომისიის მუშაობა წარიმართა ძალიან წარმატებულად და ხოლო ხელმოწერილი შეთანხმებები ეკონომიკური ურთიერთობების წამახალისებელი გახდება.საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატია ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც არაერთ საკითხზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება. კომისიის მომდევნო სხდომა ყაზახეთში გაიმართება.საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.2022 წლის იანვარი–მარტში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 29,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტი ყაზახეთში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 149,7%-ით გაიზარდა და 23,7 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266326456_87:0:1471:1038_1920x0_80_0_0_3978f24eff75cb62d55b9054ea994a76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ყაზახეთი ვაჭრობა ბრუნვა ტრანზიტი ნაკადები ზრდა გეგმა
საქართველო ყაზახეთი ვაჭრობა ბრუნვა ტრანზიტი ნაკადები ზრდა გეგმა
საქართველო და ყაზახეთი სავაჭრო ბრუნვის და სატრანზიტო ნაკადების ზრდას გეგმავენ
14:02 30.04.2022 (განახლებულია: 14:03 30.04.2022) ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმებს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, აგრეთვე სპორტის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ.
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველო და ყაზახეთი შეთანხმდნენ ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე და ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური.
თბილისში დასრულდა საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა, რომლის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომელიც მიზნად ისახავს რამდენიმე სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
„ჩვენ მიზნად დავისახეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, ასევე განვიხილეთ კონკრეტული საკითხები, რომლებიც დაეხმარება სატრანზიტო ნაკადების გაზრდას ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
დოკუმენტს დავითაშვილთან ერთად ხელი მოაწერა ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა. დოკუმენტში განისაზღვრა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კავშირგამბულობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციების და სხვა სექტორებში.
ასევე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმებს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, აგრეთვე სპორტის სფეროებში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ.
დავითაშვილის თქმით, კომისიის მუშაობა წარიმართა ძალიან წარმატებულად და ხოლო ხელმოწერილი შეთანხმებები ეკონომიკური ურთიერთობების წამახალისებელი გახდება.
საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატია ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც არაერთ საკითხზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება. კომისიის მომდევნო სხდომა ყაზახეთში გაიმართება.
საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
2022 წლის იანვარი–მარტში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 29,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტი ყაზახეთში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 149,7%-ით გაიზარდა და 23,7 მლნ დოლარი შეადგინა.