ქუთაისის აეროპორტი: მატარებლები უკვე კოპიტნარშიც ჩერდებიან

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2022
გამოწერა
ქუთაისის აეროპორტმა მგზავრების უშუალოდ აეროპორტში გადასაყვანად სპეციალური ტრანსპორტი გამოყო
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. დღეიდან სამგზავრო მატარებლების მარშრუტს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, სადგურ „კოპიტნარში“ ახალი გაჩერება დაემატა, იუწყება „საქართველოს რკინიგზა“.
მატარებელი მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისის აეროპორტთან სადგურ „კოპიტნარის“ მეშვეობით აკავშირებს. აეროპორტი კი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მგზავრების უშუალოდ აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს.
„კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ. მგზავრობის საფასურში ჩართულია ქუთაისის აეროპორტამდე ტრანსფერი“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება, ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება, „საქართველოს რკინიგზისგან“ მატარებლების ბილეთებს 7 მაისამდე უფასოდ მიიღებს.
რკინიგზის სადგური, რომელიც მგზავრებს ქუთაისთან აკავშირებს, სრულად განახლებულია და თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.
ბილეთების გაყიდვა კოპიტნარში 29 აპრილს დაიწყო. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებ-გვერდის (https://ticket.railway.ge/), სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდების მეშვეობით.
© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
Кутаисский международный аэропорт - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2022
ქუთაისის აეროპორტი
2022 წლის მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 88% შეადგინა. 2022 წლის მარტში აეროპორტი მოემსახურა 46.735 მგზავრს, ხოლო 2019 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 53.316-ს შეადგენდა.
მგზავრთნაკადის გარდა, დადებითი დინამიკა შეიმჩნევა ავიარეისების აღდგენის კუთხით. მარტში აეროპორტში რეისების 120% აღდგა და აეროპორტი 220 რეისს მოემსახურა (2019 წლის იანვარში იყო 185 რეისი).
© courtesy of UN Studioქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
Кутаисский международный аэропорт - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2022
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს.
კორონავირუსის პანდემიამდე ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკაში 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც მისი აღდგენა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ 2021 წლის 1 თებერვლიდან აღადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0