https://sputnik-georgia.com/20220430/politikosebi-midian-da-modian-magram-qveynebi-rceba-raribasvili-arestovicis-sesaxeb-266341601.html
„პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ქვეყნები რჩება“ - ღარიბაშვილი არესტოვიჩის შესახებ
„პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ქვეყნები რჩება“ - ღარიბაშვილი არესტოვიჩის შესახებ
Sputnik საქართველო
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარი ამოცანა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა
2022-04-30T20:00+0400
2022-04-30T20:00+0400
2022-04-30T20:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/19/252127758_0:30:1280:750_1920x0_80_0_0_6f88151f609c3d114552fa5a042d6e87.jpg
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებები აზიანებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.ალექსეი არესტოვიჩმა 28 აპრილს პროგრამა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და განცხადებებს უკრაინის მიმართ ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს. ამასთან, საქართველოს პრემიერი და მინისტრები არესტოვიჩმა „ყურცქვიტებად“ მოიხსენია და ირონიული „მხურვალე მოკითხვა“ გადასცა.მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრულ ურთიერთობას ხელს ვერაფერი ვერ შეუშლის.„ყველას ვარწმუნებ, რომ ვერც ერთი ვერ შეძლებს ჩვენს უკრაინელ ძმებთან და დებთან ურთიერთობის გაფუჭებას. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ქვეყნები რჩება, ხალხი და საზოგადოება რჩება ადგილზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყველაფერს ხელს შევუწყობთ”, - განაცხადა პრემიერმა.ამავე დროს პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარი ამოცანა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებაა.ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, პრემიერმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. თუმცა ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში ქვეყანამ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.რუსეთმა ჯარი უკრაინაში 24 თებერვალს შეიყვანა. ვლადიმირ პუტინმა ამას „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ უწოდა. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/19/252127758_181:0:1280:824_1920x0_80_0_0_d3260464a1c2d24bdbdd2a8b42810abc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი ალექსეი არესტოვიჩი საქართველო პრემიერ-მინისტრი უკრაინა
ირაკლი ღარიბაშვილი ალექსეი არესტოვიჩი საქართველო პრემიერ-მინისტრი უკრაინა
„პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ქვეყნები რჩება“ - ღარიბაშვილი არესტოვიჩის შესახებ
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარი ამოცანა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებები აზიანებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ალექსეი არესტოვიჩმა 28 აპრილს პროგრამა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და განცხადებებს უკრაინის მიმართ ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს. ამასთან, საქართველოს პრემიერი და მინისტრები არესტოვიჩმა „ყურცქვიტებად“ მოიხსენია და ირონიული „მხურვალე მოკითხვა“ გადასცა.
„ეს ადამიანი თავად არის შეურაცხყოფა. არ მინდა, ბევრი ვისაუბრო და გავაკეთო კომენტარი. სამწუხაროა ის, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით და შეურაცხყოფით ზიანდება ჩვენი მთავარი ურთიერთობა ჩვენს უკრაინელ ხალხთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრულ ურთიერთობას ხელს ვერაფერი ვერ შეუშლის.
„ყველას ვარწმუნებ, რომ ვერც ერთი ვერ შეძლებს ჩვენს უკრაინელ ძმებთან და დებთან ურთიერთობის გაფუჭებას. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ქვეყნები რჩება, ხალხი და საზოგადოება რჩება ადგილზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყველაფერს ხელს შევუწყობთ”, - განაცხადა პრემიერმა.
ამავე დროს პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარი ამოცანა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებაა.
„ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მშვიდობა ქვეყანაში და არ დავუშვათ ომი, არეულობა, დესტაბილიზაცია. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და მე ამ დაკვეთას შევასრულებ, ჩვენი გუნდი ამ დაკვეთას შეასრულებს. ბოლომდე დავიცავთ ქვეყანაში მშვიდობას, ჩვენი ხალხის მშვიდობას და სტაბილურობას, რაც არის ერთადერთი საფუძველი ჩვენი ქვეყნის განვითარებია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, პრემიერმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. თუმცა ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში ქვეყანამ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. კერძოდ, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
რუსეთმა ჯარი უკრაინაში 24 თებერვალს შეიყვანა. ვლადიმირ პუტინმა ამას „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ უწოდა. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.