Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„პორნოსაიტზე იყო სექსუალური აქტის ამსახველი ვიდეო. მე და ჩემი მეუღლე ვიყავით პოლიციაში“

© courtesy of Tamar Iveriთამარ ივერი
თამარ ივერი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2022
გამოწერა
თამარ ივერი სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროვებს.
ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი გია ჯაჯანიძის შოუში საუბრობს საზოგადოების მხრიდან აგრესიისა და ბულინგის შესახებ და ამბობს, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში უკვე აღარ აქტიურობს ისე, როგორც ადრე.

„ადრე, როცა ქვეყანაში რაიმე მოვლენა მოხდებოდა, ყოველთვის უნდა გამომეხატა ჩემი აზრი, რაც ძალიან ბევრჯერ დიდ ვნებათაღელვად დამიჯდა. ამ ამბის დედოფალი ვარ თბილისში, დაზარალების მხრივ. ადრე ადამიანებს ესირცხვილებოდათ რაღაცის კადრება, ახლა სოციალურ ქსელში ამოფარებულები არიან ნიკებს, ფსევდონიმებს, ჩაკეტილ პროფილებს და ყველა ვარსკვლავი, ცნობილი ადამიანი მათთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდა. ძალიან ბევრმა ეს ძალიან ცუდად გამოიყენა. ესენი არიან, უპირველეს ყოვლისა, ლუზერები და საკუთარ ცხოვრებაში ხელმოცარული ადამიანები“, – ამბობს მუსიკოსი.

მისი თქმით, ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში მასზე წერდნენ, რომ მისი კარიერა დასრულდა და მისი მზე ჩაესვენა.

„დღემდე „იუთუბზე“ უცხო ენაზეც და ქართულზეც არის ჩემი მაკომპრომეტირებელი ვიდეოები. ახლა ვიტყვი სკანდალურ რამეს – ერთმა ახლობელმა, რომელიც დიდხანს ვერ ბედავდა, ბოლოს ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ ერთ-ერთ პორნოსაიტზე იყო სექსუალური აქტის ამსახველი ვიდეო, სადაც სახეები არ ჩანდა და ეწერა, თამარ ივერი და მისი მეუღლეო. ამის გამო ვიყავით პოლიციაშიც. საქართველოდან არა, მოსკოვიდან ყოფილა ატვირთული“, – ამბობს მომღერალი.

ყველა ახალი ამბავი
0