https://sputnik-georgia.com/20220429/sisxliani-garceva-isansi-266319370.html
სისხლიანი გარჩევა ისანში: პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სისხლიანი გარჩევა ისანში: პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
Sputnik საქართველო
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. საქმეზე გამოძიება გრძელდება. 29.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-29T17:16+0400
2022-04-29T17:16+0400
2022-04-29T20:28+0400
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik.საქართველოს პროკურატურამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აპრილს თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.უწყების ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მიზნით ტაქსიში ჩაჯდა, მძღოლს მომხდარი ფაქტის შესახებ მოუყვა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა აღნიშნულის შესახებ არ ეთქვა სამართალდამცველებისთვის.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარის შემდეგ ბრალდებული საკუთარ ნათესავთან მივიდა, რომელსაც მომხდარის შესახებ მოუყვა და დანაშაულის ჩადენის იარაღი – ორი დანა აჩვენა. ბრალდებულის ნათესავმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით დანები მდინარეში გადაყარა.სამართალდამცველებმა ბრალდებულები 28 აპრილს დააკავეს. ერთ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) წარედგინა, ხოლო მის ნათესავს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა.პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
სისხლიანი გარჩევა ისანში: პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
17:16 29.04.2022 (განახლებულია: 20:28 29.04.2022) პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik.საქართველოს პროკურატურამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა,
ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აპრილს თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსში“ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უწყების ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მიზნით ტაქსიში ჩაჯდა, მძღოლს მომხდარი ფაქტის შესახებ მოუყვა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა აღნიშნულის შესახებ არ ეთქვა სამართალდამცველებისთვის.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარის შემდეგ ბრალდებული საკუთარ ნათესავთან მივიდა, რომელსაც მომხდარის შესახებ მოუყვა და დანაშაულის ჩადენის იარაღი – ორი დანა აჩვენა. ბრალდებულის ნათესავმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით დანები მდინარეში გადაყარა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 28 აპრილს დააკავეს. ერთ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) წარედგინა, ხოლო მის ნათესავს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა.
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.