https://sputnik-georgia.com/20220429/saqartvelos-mosaxleobis-ricxovnoba-mcirdeba-saqstatis-axali-monacemebi-266319224.html
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა მცირდება - „საქსტატის“ ახალი მონაცემები
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა მცირდება - „საქსტატის“ ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2021 წელს დაფიქსირდა როგორც მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება, ისე უარყოფითი მიგრაციული სალდო
2022-04-29T18:58+0400
2022-04-29T18:58+0400
2022-04-29T21:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24849/37/248493702_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_414036cb52402b5a45bfad6263c7df54.jpg
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3.688.600 ადამიანი ცხოვრობდა, რაც 1,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები მოწმობს.2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 59,7% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ამასთან, თბილისის მოსახლეობა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.რაც შეეხება მოსახლეობის ასაკს, 0-14 წლის მოქალაქეების წილი მთელ მოსახლეობაში 20,8%-ს შეადგენს, შრომისუნარიანი ასაკის მოქალაქეების წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 63,7%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15,5%-ს.საქართველოში 1,770 მილიონი მამაკაცი და 1,919 მილიონი ქალია, რაც, შესაბამისად, არის 48% და 52%. ყოველ 100 ქალზე 92 მამაკაცი მოდის.სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2 წლით შემცირდა და 71,4 წელს შეადგენს. მამაკაცები საშუალოდ 67,5 წელს ცოცხლობენ, ქალები – 75,4 წელს.2021 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 99.974 ადამიანი შეადგინა, რაც 34,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო იმიგრანტთა რაოდენობა 17,8%-ით შემცირდა და 74.008 ადამიანი შეადგინა.წყარო - „საქსტატი“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24849/37/248493702_556:0:3000:1833_1920x0_80_0_0_a8303187619c3118f6ceb6f204059861.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო მოსახლეობა რიცხოვნობა შემცირება „საქსტატი“ მონაცემები
საქართველო მოსახლეობა რიცხოვნობა შემცირება „საქსტატი“ მონაცემები
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა მცირდება - „საქსტატის“ ახალი მონაცემები
18:58 29.04.2022 (განახლებულია: 21:54 29.04.2022) 2021 წელს დაფიქსირდა როგორც მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება, ისე უარყოფითი მიგრაციული სალდო.
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3.688.600 ადამიანი ცხოვრობდა, რაც 1,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები მოწმობს.
სამსახურის ცნობით, 2021 წელს დაფიქსირდა მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13.960) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-25.966).
2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 59,7% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ამასთან, თბილისის მოსახლეობა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.
რაც შეეხება მოსახლეობის ასაკს, 0-14 წლის მოქალაქეების წილი მთელ მოსახლეობაში 20,8%-ს შეადგენს, შრომისუნარიანი ასაკის მოქალაქეების წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 63,7%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15,5%-ს.
საქართველოში 1,770 მილიონი მამაკაცი და 1,919 მილიონი ქალია, რაც, შესაბამისად, არის 48% და 52%. ყოველ 100 ქალზე 92 მამაკაცი მოდის.
სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2 წლით შემცირდა და 71,4 წელს შეადგენს. მამაკაცები საშუალოდ 67,5 წელს ცოცხლობენ, ქალები – 75,4 წელს.
2021 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 99.974 ადამიანი შეადგინა, რაც 34,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო იმიგრანტთა რაოდენობა 17,8%-ით შემცირდა და 74.008 ადამიანი შეადგინა.