https://sputnik-georgia.com/20220429/proala-vaslis-safrtxeebi-266312804.html
პრიალა ვაშლი: ფრთხილად, ეს სახიფათო სილამაზეა!
პრიალა ვაშლი: ფრთხილად, ეს სახიფათო სილამაზეა!
Sputnik საქართველო
ყველა ჩვენგანმა იცის, რაოდენ მარგებელი და აუცილებელი ხილია ვაშლი. მისი არა მხოლოდ რბილობი, არამედ კანიც უამრავ სასარგებლო მიკროელემენტსა და ვიტამინს შეიცავს და... 29.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-29T19:50+0400
2022-04-29T19:50+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/32/234323299_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_9864e01d04caf0f7b2e0255c97b6b296.jpg
ყველა ჩვენგანმა იცის, რაოდენ მარგებელი და აუცილებელი ხილია ვაშლი. მისი არა მხოლოდ რბილობი, არამედ კანიც უამრავ სასარგებლო მიკროელემენტსა და ვიტამინს შეიცავს და სწორედ ამიტომ ექიმები ვაშლის კანიანად ჭამას გვირჩევენ.სუპერმარკეტებსა და ბაზრებშიც ბევრი სახეობის, ჯიშისა და შეფერილობის ვაშლი იყიდება, რომელიც სილამაზით თვალსაც გვტაცებს და ნერწყვსაც გვგვრის. მაგრამ ფრთხილად, ეს სახიფათო სილამაზეა!საქმე ისაა, რომ ვაშლს, სასაქონლო სახის დიდი ხნით შენარჩუნების მიზნით გარედან ცვილს ასხურებენ, ოღონდ არა ფუტკრისას, რომელიც თავისთავად სასარგებლოა, არამედ ქიმიურს, რომელიც მის კანზე ილექება და ხილს პრიალასა და ლამაზად ლაპლაპას ხდის.სწორედ ამიტომაა ხოლმე რაღაცნაირად წებოვანი ვაშლი, რაც, ალბათ, ყველა თქვენგანს შეუნიშნავს.ასეთი ვაშლის გარეცხვა, ანუ მისგან ცვილის მოცილება ძალიან რთულია და პრაქტიკულად შეუძლებელიც. ამიტომაც ზოგი ფცქვნის და ისე მიირთმევს ხილს, რითაც ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს უბრალოდ ნაგავს ატანს, ზოგი კი პირდაპირ ცვილიანად ჭამს და ამით ვიტამინების ნაცვლად უკიდურესად მავნე ნივთიერებებით ამარაგებს საკუთარ ორგანიზმს.გთავაზობთ ძალზე ეფექტურ და აუცილებელ (!) მეთოდს ცვილით დაფარული ხილის გასარეცხად:მხოლოდ ამ სამი ნაბიჯის შემდეგ შეგიძლიათ თქვენც უშიშრად მიირთვათ ვაშლი და თქვენმა პატარებმაც.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/32/234323299_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_e12256a6fce006befb4366976e3d649f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება , ექიმის რჩევები
ყველა ჩვენგანმა იცის, რაოდენ მარგებელი და აუცილებელი ხილია ვაშლი. მისი არა მხოლოდ რბილობი, არამედ კანიც უამრავ სასარგებლო მიკროელემენტსა და ვიტამინს შეიცავს და სწორედ ამიტომ ექიმები ვაშლის კანიანად ჭამას გვირჩევენ.
სუპერმარკეტებსა და ბაზრებშიც ბევრი სახეობის, ჯიშისა და შეფერილობის ვაშლი იყიდება, რომელიც სილამაზით თვალსაც გვტაცებს და ნერწყვსაც გვგვრის. მაგრამ ფრთხილად, ეს სახიფათო სილამაზეა!
საქმე ისაა, რომ ვაშლს, სასაქონლო სახის დიდი ხნით შენარჩუნების მიზნით გარედან ცვილს ასხურებენ, ოღონდ არა ფუტკრისას, რომელიც თავისთავად სასარგებლოა, არამედ ქიმიურს, რომელიც მის კანზე ილექება და ხილს პრიალასა და ლამაზად ლაპლაპას ხდის.
სწორედ ამიტომაა ხოლმე რაღაცნაირად წებოვანი ვაშლი, რაც, ალბათ, ყველა თქვენგანს შეუნიშნავს.
ასეთი ვაშლის გარეცხვა, ანუ მისგან ცვილის მოცილება ძალიან რთულია და პრაქტიკულად შეუძლებელიც. ამიტომაც ზოგი ფცქვნის და ისე მიირთმევს ხილს, რითაც ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს უბრალოდ ნაგავს ატანს, ზოგი კი პირდაპირ ცვილიანად ჭამს და ამით ვიტამინების ნაცვლად უკიდურესად მავნე ნივთიერებებით ამარაგებს საკუთარ ორგანიზმს.
გთავაზობთ ძალზე ეფექტურ და აუცილებელ (!) მეთოდს ცვილით დაფარული ხილის გასარეცხად:
გადაავლეთ ვაშლს მდუღარე წყალი. ცვილი ხილული გახდება და საკუთარი თვალით დაინახავთ, რა საშინელებასაც მიირთმევთ ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაცვლად;
ერთ ჩაის კოვზ ლიმონის წვენს შეურიეთ ორიოდე კოვზი სოდა, მოაყარეთ ვაშლს და დაასხით ორი ჭიქა თბილი წყალი;
აიღეთ კბილის ჯაგრისი და მოაშორეთ ვაშლს ცვილი.
მხოლოდ ამ სამი ნაბიჯის შემდეგ შეგიძლიათ თქვენც უშიშრად მიირთვათ ვაშლი და თქვენმა პატარებმაც.