https://sputnik-georgia.com/20220429/kiketsi-axali-radari-damontajda-266322823.html
ამინდის ზუსტი და სწრაფი პროგნოზი: კიკეთში ახალი რადარი დამონტაჟდა
ამინდის ზუსტი და სწრაფი პროგნოზი: კიკეთში ახალი რადარი დამონტაჟდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარი შეიძინა, რომელიც კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე... 29.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-29T21:39+0400
2022-04-29T21:39+0400
2023-08-17T19:18+0400
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
ამინდი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266322763_0:88:2048:1240_1920x0_80_0_0_81e7ad10ec3ddbf152993553c0e5726b.jpg
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარი შეიძინა, რომელიც კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.4.241.336 ლარად შეფასებული პროექტი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.გავრცელებული ინფორმაციით, რადარის მწარმოებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია VAISALA. მისი მეშვეობით მოსალოდნელი ამინდის პროგნოზირება 90% სიზუსტით არის შესაძლებელი.ახალი რადარი აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაადგენს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობასა და ინტენსივობას და შესაბამის უწყებებს ოპერატიულად მიაწვდის ამ მონაცემებს.მანამდე, 2020 წელს ანალოგიური რადარი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა, რომელიც ქალაქ ქუთაისის მიმდებარედ დამონტაჟდა.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მონიტორინგის ქსელის გაფართოება, რისთვისაც ქვეყნის მასშტაბით ახალი ავტომატური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური სადგურები დამონტაჟდება.ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდება საფრთხეების ზონირების რუკები, რაც მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ბუნებრივი საფრთხეებისგან მაქსიმალურ დაცვას შეუწყობს ხელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266322763_140:0:1909:1327_1920x0_80_0_0_6236606c11ba19da95331c45eb3d4d77.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, ამინდი საქართველოში
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, ამინდი საქართველოში
ამინდის ზუსტი და სწრაფი პროგნოზი: კიკეთში ახალი რადარი დამონტაჟდა
21:39 29.04.2022 (განახლებულია: 19:18 17.08.2023) თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარი შეიძინა, რომელიც კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა,
იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
4.241.336 ლარად შეფასებული პროექტი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რადარის მწარმოებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია VAISALA. მისი მეშვეობით მოსალოდნელი ამინდის პროგნოზირება 90% სიზუსტით არის შესაძლებელი.
ახალი რადარი აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაადგენს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობასა და ინტენსივობას და შესაბამის უწყებებს ოპერატიულად მიაწვდის ამ მონაცემებს.
მანამდე, 2020 წელს ანალოგიური რადარი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა, რომელიც ქალაქ ქუთაისის მიმდებარედ დამონტაჟდა.
„აღნიშნული რადარის მეშვეობით სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ არაერთი გაფრთხილება გაიცა მოსალოდნელ არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე, რასაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მონიტორინგის ქსელის გაფართოება, რისთვისაც ქვეყნის მასშტაბით ახალი ავტომატური მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური სადგურები დამონტაჟდება.
ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდება საფრთხეების ზონირების რუკები, რაც მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ბუნებრივი საფრთხეებისგან მაქსიმალურ დაცვას შეუწყობს ხელს.