https://sputnik-georgia.com/20220429/jano-ananizem-safexburto-kariera-daasrula-266321181.html
ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
Sputnik საქართველო
ჯანო ანანიძემ 29 წლის ასაკში ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება ხშირი ტრავმების გამო მიღო. 29.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-29T18:23+0400
2022-04-29T18:23+0400
2022-04-29T20:42+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24248/91/242489162_0:80:2000:1205_1920x0_80_0_0_0a5aa9cc28ffc34d02f57a37ea3267bb.jpg
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik.საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.ბათუმური კლუბის ცნობით, 29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნული გადაწყვეტილება ხშირი ტრავმების გამო მიიღო.გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა თავად ფეხბურთელმაც. ჯანო ანანიძემ ქართული ფეხბურთისა და მის პირად გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კარიერის განმავლობაში უამრავი დაზიანება გადაიტანა, თუმცა ბოლოდროინდელი ტრავმების სიხშირის გამო კარიერის დასრულების დრო დადგა.ჯანო ანანიძე ბათუმის „დინამოს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და 6 მატჩში 1 საგოლე პასი გააკეთა.ანანიძემ კარიერის უმეტესი ნაწილი მოსკოვის „სპარტაკში“ გაატარა. მან ასევე ითამაშა „როსტოვში“, „კრილია სოვეტოვში“, „როტორში“, ფამაგუსტას „ანორთოსისსა“ და თბილისის „დინამოში“.ანანიძეს საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა იტალიის ნაკრებთან მატჩში. მაშინ ჯანო 16 წლის, 10 თვისა და 26 დღის იყო. საქართველოს ნაკრებში ანანიძე, ლევან ყენიას (სადებიუტო მატჩში ლევანი ჯანოზე 5 დღით უმცროსი იყო) შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია. ეროვნულ გუნდში ანანიძემ ჯამში 45 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24248/91/242489162_144:0:1857:1285_1920x0_80_0_0_ece7a78cdc689b2cfe908365c11c39ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
18:23 29.04.2022 (განახლებულია: 20:42 29.04.2022) ჯანო ანანიძემ 29 წლის ასაკში ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება ხშირი ტრავმების გამო მიღო.
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik.საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ბათუმური კლუბის ცნობით, 29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნული გადაწყვეტილება ხშირი ტრავმების გამო მიიღო.
„პირველ რიგში, გვინდა ჯანოს ჯანმრთელობა ვუსურვოთ და ჩვენი გუნდის მაისურით მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის მადლობა გადავუხადოთ. სამწუხაროდ, ტრავმების სიმრავლემ ჯანოს საფეხბურთო ნიჭის სრულად წარმოჩენის საშუალება არ მისცა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს უამრავი დადებითი ემოცია აჩუქა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა თავად ფეხბურთელმაც. ჯანო ანანიძემ ქართული ფეხბურთისა და მის პირად გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კარიერის განმავლობაში უამრავი დაზიანება გადაიტანა, თუმცა ბოლოდროინდელი ტრავმების სიხშირის გამო კარიერის დასრულების დრო დადგა.
„კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიბრძოლე, ბევრი ტკივილი ავიტანე, საოპერაციო მაგიდაზეც ბევრჯერ ვიწექი და არასდროს დამიშურებია ძალა იმისთვის, რომ ისევ ფეხზე დავმდგარიყავი. ბევრ გუნდში ვითამაშე, ტიტულებიც მოვიპოვე და მაყურებლის ტაშიც დავიმსახურე. ეს ყველაფერი ძალიან დამაკლდება, თუმცა ვთვლი, რომ უკვე დროა“, – დაწერა ანანიძემ.
ჯანო ანანიძე ბათუმის „დინამოს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და 6 მატჩში 1 საგოლე პასი გააკეთა.
ანანიძემ კარიერის უმეტესი ნაწილი მოსკოვის „სპარტაკში“ გაატარა. მან ასევე ითამაშა „როსტოვში“, „კრილია სოვეტოვში“, „როტორში“, ფამაგუსტას „ანორთოსისსა“ და თბილისის „დინამოში“.
ანანიძეს საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა იტალიის ნაკრებთან მატჩში. მაშინ ჯანო 16 წლის, 10 თვისა და 26 დღის იყო. საქართველოს ნაკრებში ანანიძე, ლევან ყენიას (სადებიუტო მატჩში ლევანი ჯანოზე 5 დღით უმცროსი იყო) შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტია. ეროვნულ გუნდში ანანიძემ ჯამში 45 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.