https://sputnik-georgia.com/20220429/ilia-darciasvilma-arestovicis-morig-gancxadebas-gaugebari-da-damazianebeli-uwoda-266317168.html
ილია დარჩიაშვილმა არესტოვიჩის მორიგ განცხადებას გაუგებარი და დამაზიანებელი უწოდა
ილია დარჩიაშვილმა არესტოვიჩის მორიგ განცხადებას გაუგებარი და დამაზიანებელი უწოდა
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინას ამ რთულ პერიოდში მაქსიმალურად დაეხმაროს, განაცხადა მინისტრმა
2022-04-29T16:00+0400
2022-04-29T16:00+0400
2022-04-29T20:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
უკრაინა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411603_0:76:1280:797_1920x0_80_0_0_48ed315894c05c0becb2661d295aaa61.jpg
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებები საქართველოს მთავრობის მისამართით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დააზიანებს.არესტოვიჩმა 28 აპრილს პროგრამა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და განცხადებებს უკრაინის მიმართ ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს. ამასთან, საქართველოს პრემიერი და მინისტრები არესტოვიჩმა „ყურცქვიტებად“ მოიხსენია და ირონიული „მხურვალე მოკითხვა“ გადასცა.მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინას ამ რთულ პერიოდში მაქსიმალურად დაეხმაროს.მანამდე ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი დაიკავოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მაგრამ, მისი თქმით, საქართველო ამას არ აკეთებს და, მეტიც – რუსეთის პოზიციის გამართლებას ცდილობს.არესტოვიჩს ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას საკუთარი ქმედებებითა და განცხადებებით რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვება სურს.რუსეთმა ჯარი უკრაინაში 24 თებერვალს შეიყვანა. ვლადიმირ პუტინმა ამას „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ უწოდა. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411603_35:0:1246:908_1920x0_80_0_0_fcd358c1065067a5ef4199a503432086.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ილია დარჩიაშვილი ალექსეი არესტოვიჩი განცხადება შეფასება
ილია დარჩიაშვილი ალექსეი არესტოვიჩი განცხადება შეფასება
ილია დარჩიაშვილმა არესტოვიჩის მორიგ განცხადებას გაუგებარი და დამაზიანებელი უწოდა
16:00 29.04.2022 (განახლებულია: 20:10 29.04.2022) საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინას ამ რთულ პერიოდში მაქსიმალურად დაეხმაროს, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებები საქართველოს მთავრობის მისამართით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს დააზიანებს.
არესტოვიჩმა 28 აპრილს პროგრამა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და განცხადებებს უკრაინის მიმართ ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს. ამასთან, საქართველოს პრემიერი და მინისტრები არესტოვიჩმა „ყურცქვიტებად“ მოიხსენია და ირონიული „მხურვალე მოკითხვა“ გადასცა.
„ჩვენ ვცდილობდით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ და სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინას ამ რთულ პერიოდში მაქსიმალურად დაეხმაროს.
მანამდე ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი დაიკავოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მაგრამ, მისი თქმით, საქართველო ამას არ აკეთებს და, მეტიც – რუსეთის პოზიციის გამართლებას ცდილობს.
არესტოვიჩს ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას საკუთარი ქმედებებითა და განცხადებებით რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვება სურს.
რუსეთმა ჯარი უკრაინაში 24 თებერვალს შეიყვანა. ვლადიმირ პუტინმა ამას „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ უწოდა. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.