https://sputnik-georgia.com/20220429/erovnuli-banki-moqalaqeebs-tarlituri-sqemis-sesaxeb-afrrxilebs-266309602.html
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე: ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე: ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ ყურადღება პირადი სახსრების მესამე პირებისთვის მინდობისას და გადაამოწმონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები.
2022-04-29T14:00+0400
2022-04-29T14:00+0400
2022-05-17T16:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261473615_0:104:1280:824_1920x0_80_0_0_70cb6bab13c97c16df3be42e7cc9270f.jpg
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ ყურადღება პირადი სახსრების მესამე პირებისთვის მინდობისას და გადაამოწმონ ასეთი კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები.მარეგულირებლის ცნობით, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გახშირდა რეკლამის შემცველი განცხადებები, რომლის საშუალებითაც კომპანია მომხმარებელს მაღალი საპროცენტო განაკვეთით ანაბრის გახსნას სთავაზობს.როგორც ეროვნულ ბანკში განაცხადეს, კომპანია, რომელიც მომხმარებლებს თანხის შეტანის სანაცვლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით „ანაბრის“ გახსნას სთავაზობს, არის „სფერო ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია „სფერო ინვესტი“.საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით პერიოდულად აწვდის მომხმარებლებს გამაფრთხილებელ თუ საგანმანათლებლო ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის გავრცელებულ სქემებთან დაკავშირებით. მსგავსი შინაარსის მასალები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ და ფინანსური განათლების ვებ-გვერდებზე.წყარო - საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261473615_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_291df81a63a349bdad4fd7390eb24555.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეროვნული ბანკი მოქალაქეები თაღლითობა სქემა გაფრთხილება სფერო-ინვესტი
ეროვნული ბანკი მოქალაქეები თაღლითობა სქემა გაფრთხილება სფერო-ინვესტი
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე: ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს
14:00 29.04.2022 (განახლებულია: 16:52 17.05.2022) თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ ყურადღება პირადი სახსრების მესამე პირებისთვის მინდობისას და გადაამოწმონ ასეთი კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები.
მარეგულირებლის ცნობით, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გახშირდა რეკლამის შემცველი განცხადებები, რომლის საშუალებითაც კომპანია მომხმარებელს მაღალი საპროცენტო განაკვეთით ანაბრის გახსნას სთავაზობს.
როგორც ეროვნულ ბანკში განაცხადეს, კომპანია, რომელიც მომხმარებლებს თანხის შეტანის სანაცვლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით „ანაბრის“ გახსნას სთავაზობს, არის „სფერო ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია „სფერო ინვესტი“.
„საქართველოს ეროვნული ბანკი გაცნობებთ, რომ აღნიშნული კომპანია არ წარმოადგენს ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს ან რეგისტრირებულ არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება/საკრედიტო კავშირს. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას არ აქვს ანაბრის მიღების ან საანაბრე ხელშეკრულების დადების უფლება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით პერიოდულად აწვდის მომხმარებლებს გამაფრთხილებელ თუ საგანმანათლებლო ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის გავრცელებულ სქემებთან დაკავშირებით. მსგავსი შინაარსის მასალები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ და ფინანსური განათლების ვებ-გვერდებზე.