თბილისში 4,8 ათას აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2022
გამოწერა
კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. თბილისში მოსახლეობის ნაწილს 28 აპრილის 23:00 საათიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
კომპანიის ცნობით, თემქის დასახლებაში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გაზმომარაგება 4.800-მდე აბონენტს შეეზღუდება.
საცხოვრებელი კორპუსების გარდა, გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომუნალურ და საზკვების ობიექტებსაც.
გაზმომარაგების აღდგენა პარასკევს – 29 აპრილის 10:00 სთ-დან დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.
ქუჩების სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.
ყველა ახალი ამბავი
0