https://sputnik-georgia.com/20220428/tbilisis-meriam-partebi-xut-ojaxs-gadasca-266289279.html
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ ხუთ ოჯახს გადასცა
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ ხუთ ოჯახს გადასცა
Sputnik საქართველო
დედაქალაქში ამჟამად 400-მდე ოჯახია, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, ყველა მათგანი უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით. 28.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-28T15:39+0400
2022-04-28T15:39+0400
2022-04-28T18:07+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/07/249159580_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_0eeafc5692e7616cc5ef4b7f174651f8.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. თბილისში მცხოვრები უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ ხუთ ოჯახს ბინები გადასცა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.როგორც კალაძემ აღნიშნა, უსახლკარო ოჯახების პრობლემის მოგვარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ის ამ დაპირებას ასრულებს.მისი თქმით, მიმდინარე წელს დაახლოებით 60 ოჯახი, მომდევნო წლებში კი საცხოვრებელი ფართით ყველა, 400 ოჯახი დაკმაყოფილდება.თბილისის მერის თქმით, პარალელურად გრძელდება უსახლკაროს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვა, რისთვისაც შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვებაა საჭირო. კალაძე მოუწოდებს მათ, ვისაც ეს პრობლემა აქვს, მიმართონ რაიონის გამგეობას ან დედაქალაქის მერიას.თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფონდის შექმნა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, მიმდინარე წლიდან კი აღნიშნული პროგრამის რეალიზებას ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/07/249159580_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_f964abb278e6ae4092e201b349ccd97b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ ხუთ ოჯახს გადასცა
15:39 28.04.2022 (განახლებულია: 18:07 28.04.2022) დედაქალაქში ამჟამად 400-მდე ოჯახია, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, ყველა მათგანი უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. თბილისში მცხოვრები უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ ხუთ ოჯახს ბინები გადასცა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, უსახლკარო ოჯახების პრობლემის მოგვარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ის ამ დაპირებას ასრულებს.
მისი თქმით, მიმდინარე წელს დაახლოებით 60 ოჯახი, მომდევნო წლებში კი საცხოვრებელი ფართით ყველა, 400 ოჯახი დაკმაყოფილდება.
თბილისის მერის თქმით, პარალელურად გრძელდება უსახლკაროს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვა, რისთვისაც შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვებაა საჭირო. კალაძე მოუწოდებს მათ, ვისაც ეს პრობლემა აქვს, მიმართონ რაიონის გამგეობას ან დედაქალაქის მერიას.
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფონდის შექმნა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, მიმდინარე წლიდან კი აღნიშნული პროგრამის რეალიზებას ახორციელებს.