https://sputnik-georgia.com/20220428/saqartveloshi-radiosixshireebs-axali-wesit-gaanawileben-266291618.html
საქართველოში რადიოსიხშირეებს ახალი წესით გაანაწილებენ
საქართველოში რადიოსიხშირეებს ახალი წესით გაანაწილებენ
Sputnik საქართველო
აღნიშნული ცვლილებები ძირითადად ევროკომისიის რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს ეყრდნობა. 28.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-28T16:37+0400
2022-04-28T16:37+0400
2022-04-28T18:59+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/52/248895221_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_6a12d6e17271b66dffa07f0f10ccfba2.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი მაისის ბოლოს დამტკიცდება, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.მარეგულირებლის ინფორმაციით, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის განახლების მიზანია მომხმარებლებისთვის ინოვაციური მომსახურების მიწოდება და ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობა.განახლებული ეროვნული გეგმა მოიცავს ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, 5G ქსელების განვითარებისთვის ახალი დიაპაზონების შესახებ ინფორმაციას, WI-FI-ს ფუნქციონირებისთვის დამატებით გათვალისწინებულია ახალი სიხშირული ზოლი, ასევე განისაზღვრა დიაპაზონები სპეციფიკური თანამგზავრული მომსახურებისთვის და დაზუსტდა ტექნოლოგიური სტანდარტები და მომსახურებების სახეობები.„ეროვნული გეგმის განახლება ხელს შეუწყობს თანამედროვე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების დანერგვას, ასევე ამოწურვადი რესურსის ეფექტიან გამოყენებას და მართვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.კომუნიკაციების კომისიამ ეროვნულ გეგმაში შესატანი ცვლილებები ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რადიოკავშირის მსოფლიო კონფერენციაზე (WRC-19) მიღებული ფინალური აქტების მიხედვით, ასევე ფოსტის და ტელეკომუნიკაციების ევროპის კონფერენციის (CEPT) და ელექტრონული კომუნიკაციის კომიტეტის (ECC) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე მოამზადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/52/248895221_0:0:2667:2000_1920x0_80_0_0_237bd0652d655d80d07fdcfb765ee5ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში რადიოსიხშირეებს ახალი წესით გაანაწილებენ
16:37 28.04.2022 (განახლებულია: 18:59 28.04.2022) აღნიშნული ცვლილებები ძირითადად ევროკომისიის რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს ეყრდნობა.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი მაისის ბოლოს დამტკიცდება, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
მარეგულირებლის ინფორმაციით, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის განახლების მიზანია მომხმარებლებისთვის ინოვაციური მომსახურების მიწოდება და ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობა.
„პროექტი საჯარო კონსულტაციებისა და მისი დახვეწის მიზნით კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დაინტერესებულ პირებს შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა 2022 წლის 20 მაისამდე შეუძლიათ, რის შემდეგაც კომისია განახლებულ ეროვნულ გეგმას დაამტკიცებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განახლებული ეროვნული გეგმა მოიცავს ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, 5G ქსელების განვითარებისთვის ახალი დიაპაზონების შესახებ ინფორმაციას, WI-FI-ს ფუნქციონირებისთვის დამატებით გათვალისწინებულია ახალი სიხშირული ზოლი, ასევე განისაზღვრა დიაპაზონები სპეციფიკური თანამგზავრული მომსახურებისთვის და დაზუსტდა ტექნოლოგიური სტანდარტები და მომსახურებების სახეობები.
„ეროვნული გეგმის განახლება ხელს შეუწყობს თანამედროვე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების დანერგვას, ასევე ამოწურვადი რესურსის ეფექტიან გამოყენებას და მართვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომუნიკაციების კომისიამ ეროვნულ გეგმაში შესატანი ცვლილებები ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რადიოკავშირის მსოფლიო კონფერენციაზე (WRC-19) მიღებული ფინალური აქტების მიხედვით, ასევე ფოსტის და ტელეკომუნიკაციების ევროპის კონფერენციის (CEPT) და ელექტრონული კომუნიკაციის კომიტეტის (ECC) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე მოამზადა.