https://sputnik-georgia.com/20220428/ivertubanshi-axali-parki-moewyoba-266290350.html
ივერთუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება
ივერთუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება
Sputnik საქართველო
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიის ინტერესებშია ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნა. 28.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-28T15:50+0400
2022-04-28T15:50+0400
2022-04-28T18:51+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/90/237769039_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_5d81c24c83abc1b828eb8c23d1363aad.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ივერთუბანში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ პარკი მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.კალაძის განცხადებით, პარკის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენდება, მაისში დაიწყება.დედაქალაქის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ თბილისში არსებული რეკრეაციული ზონების მოწყობა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება მისი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო რამდენიმე წელიწადში დედაქალაქში მრავალ პარკსა და სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. კალაძის თქმით, 2018 წლიდან თბილისში დაახლოებით ათასი ახალი რეკრეაციული ზონა გაჩნდა.მისი თქმით, რეკრეაციული სივრცისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, რომელიც ივერთუბანში არ არსებობდა, მოსახლეობისადმი მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამ დროისათვის გარკვეული სამუშაოები უკვე ტარდება.დედაქალაქის მერმა სანზონაში, N19-20 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებული გამწვანების კიდევ ერთ დასრულებულ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასასვენებელი სივრცე ნახევარ ჰექტარ ფართობზე თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.„მერიის ინტერესებშია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნა. ჩვენ მიერ განახლებული და რეაბილიტირებული ყველა სივრცე თბილისელებითაა გადავსებული“, – აღნიშნა კალაძემ.მისი თქმით, ბოლო წლებში თბილისი შეიცვალა, უფრო გამწვანდა, გაჩნდა ბევრი დასასვენებელი ადგილი და სპორტული მოედანი.ამჟამად ქალაქში ორი მასშტაბური პროექტი ხორციელდება – მიმდინარეობს ვაკის პარკის განახლება და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი ცენტრალური პარკის მშენებლობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/90/237769039_95:0:1875:1335_1920x0_80_0_0_9b1678688a547d88817e9b6170bb558b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
ივერთუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება
15:50 28.04.2022 (განახლებულია: 18:51 28.04.2022) კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიის ინტერესებშია ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნა.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ივერთუბანში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ პარკი მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, პარკის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენდება, მაისში დაიწყება.
დედაქალაქის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ თბილისში არსებული რეკრეაციული ზონების მოწყობა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება მისი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო რამდენიმე წელიწადში დედაქალაქში მრავალ პარკსა და სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. კალაძის თქმით, 2018 წლიდან თბილისში დაახლოებით ათასი ახალი რეკრეაციული ზონა გაჩნდა.
„დღეს იქ არაფერი არსებობს, ხრიოკი ტერიტორიაა, უკვე მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. მაისში დავიწყებთ უშუალოდ პროექტის განხორციელებას. არსებული ტერიტორია ნახევარი ჰექტარია და ის მთლიანად იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, რეკრეაციული სივრცისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, რომელიც ივერთუბანში არ არსებობდა, მოსახლეობისადმი მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამ დროისათვის გარკვეული სამუშაოები უკვე ტარდება.
დედაქალაქის მერმა სანზონაში, N19-20 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებული გამწვანების კიდევ ერთ დასრულებულ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასასვენებელი სივრცე ნახევარ ჰექტარ ფართობზე თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.
„მერიის ინტერესებშია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნა. ჩვენ მიერ განახლებული და რეაბილიტირებული ყველა სივრცე თბილისელებითაა გადავსებული“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, ბოლო წლებში თბილისი შეიცვალა, უფრო გამწვანდა, გაჩნდა ბევრი დასასვენებელი ადგილი და სპორტული მოედანი.
ამჟამად ქალაქში ორი მასშტაბური პროექტი ხორციელდება – მიმდინარეობს ვაკის პარკის განახლება და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი ცენტრალური პარკის მშენებლობა.