Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პირველ ადგილზე თბილისი: ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 132-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.654.797-ს მიაღწია.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 132 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 60 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია, შემდეგ კი იმერეთი.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო–ზემო სვანეთი – 12, იმერეთი – 11, შიდა ქართლი – 11, გურია – 11, ქვემო ქართლი – 9, აჭარა – 8, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 1.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 332 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.636.520-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 3 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.805-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 1.446 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 302 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 163, აჭარაში – 9, იმერეთში – 73.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 70 პირი, მათ შორის, თბილისში – 43, აჭარაში – 6, იმერეთში – 9.
1.144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 132-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.654.797-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0