რუსეთში აქცია „წმინდა გიორგის ლენტი 2022“ დაიწყო
17:11 27.04.2022 (განახლებულია: 12:45 17.08.2023)
© photo: Sputnik / Alexander Vil'f
/ გამოწერა
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ტრადიციული ყოველწლიური აქცია „წმინდა გიორგის ლენტი“ ოთხშაბათს დაიწყო მოსკოვში მედიაჯგუფ Россия сегодня-ს შტაბ-ბინაში, სადაც ჩაისახა ეს მოძრაობა 2005 წელს.
„წმინდა გიორგის ლენტის“ კამპანია უკვე მე-17 წელია ტარდება 27 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით რუსეთის ყველა რეგიონში. როგორც მოსალოდნელია, აქციას შეუერთდებიან როგორც ახლო, ისე შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებიც. ცნობილი ხდება იმ პუნქტების მისამართები, სადაც წმინდა გიორგის ლენტის მიღებაა შესაძლებელი რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ.
„წმინდა გიორგის ლენტი 2022“-ს „როსია სეგოდნიას“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პრესკონფერენცია მიეძღვნა, რომელსაც ესწრებოდნენ „როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი, მთავარი რედაქტორის მოადგილე ნატალია ლოსევა, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი, ცენტრალური შტაბის თანათავმჯდომარე სერგეი მაკაროვი, საზოგადოებრივი მოძრაობა „რუსეთის უკვდავი პოლკისა" და "გამარჯვების მოხალისეების" ლიდერი, სახელმწიფო დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ოლგა ზანკო და ფონდ „სამშობლოს გმირების“ ხელმძღვანელი ვალერი ბურკოვი (ამჟამად ბერი კვიპრიანე).
„წმინდა გიორგის ლენტი ახლა ბრძოლის ველზეა და ადასტურებს, რომ ის ცოცხალი სიმბოლოა, რომელიც ძალას ანიჭებს რუსეთის ისტორიულ მისიას ნაციზმის აღმოფხვრის კუთხით ევროპაში, ისევე, როგორც დიდი სამამულო ომის დროს“, – თქვა დმიტრი კისელევმა.
მისი თქმით, ყველა, ვინც წელს წმინდა გიორგის ლენტს გაიკეთებს, ამას სრულიად შეგნებულად გააკეთებს, მათ შორის, დღევანდელ მეომრებთან სოლიდარობის ნიშნად.

„ეს ასევე სოლიდარობის ნიშანია უკრაინის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში განიცდიდნენ ულტრანაციონალისტების ტერორს“, – დასძინა კისელიოვმა.
„წმინდა გიორგის ლენტი არის არა მხოლოდ ბრძოლის შთამაგონებელი სიმბოლო და ძალის წყარო, არამედ ცხოვრების მნიშვნელობის ძირითადი კომპონენტია იმ ადამიანისთვის, რომელიც აღიარებს იმ ფასეულობათა სისტემას, რომელსაც რუსეთი იცავს“, – ხაზგასმით აღნიშნა კისელიოვმა.

„ეს არის არსებითი ელემენტი რუსული სამყაროს ახალი მოქალაქეების, ახალი თაობების ჩამოყალიბებაში, რომლებიც დაიცავენ სამართლიანობის ფასეულობებს, სულიერების უპირატესობას“, – თქვა მან.