თბილისში ხანძარს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2022
გამოწერა
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. თბილისში, ვაზისუბანში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ხანძარს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ცეცხლი სხვა ბინებზე არ გავრცელებულა. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0