https://sputnik-georgia.com/20220427/saqartvelos-sabanko-seqtoris-aqtivebi-martsi-gaizarda-266256959.html
საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები მარტში გაიზარდა
საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები მარტში გაიზარდა
Sputnik საქართველო
2022 წლის მარტის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოში ფუნქციონირებდა 14 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
2022-04-27T12:00+0400
2022-04-27T12:00+0400
2022-04-27T14:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164689_0:110:3000:1798_1920x0_80_0_0_0bf5177fdad73c38dccf3fa72e055b55.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 98 მლნ ლარით, ანუ 0,2%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.2022 წლის მარტის ბოლოს საბანკო სექტორის აქტივების ჯამურმა მოცულობამ 61,79 მლრდ ლარი შეადგინა, სააქციო კაპიტალი 8,13 მლრდ ლარს შეადგენს.2022 წლის მარტის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოში ფუნქციონირებდა 14 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.ბანკებში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა შემცირდასაქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 37,1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 531,6 მლნ ლარით, ან 1,41%-ით ნაკლებია მარტის დასაწყისის მაჩვენებელზე.ანგარიშის მიხედვით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 1 მლრდ ლარით, ანუ 6,24%-ით შემცირდა, დეპოზიტები მოთხოვნამდე გაიზარდა 488,62 მლნ ლარით ანუ 2,3%-ით.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით 40,6% შეადგინა, რაც 0,14 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 1 მარტის მაჩვენებელზე.მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,99% შეადგინა, მათ შორის 11% – ლარიან დეპოზიტებზე, ხოლო 0,81% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.უცხოურ ვალუტაში მეტი სესხია გაცემულისაქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 67,52 მლნ ლარით, ანუ 0,16%-ით გაიზარდა და, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 43,32 მლრდ ლარი შეადგინა.საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 281,95 მლნ ლარით, ანუ 1,34%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 214,43 მლნ ლარით, ანუ 0,97%-ით შემცირდა.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მარტის ბოლოს კომერციულმა ბანკებმა რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გასცეს სესხები ეროვნულ ვალუტაში 6,58 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 0,24%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 13,7 მლრდ ლარი, რაც 0,81%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით.2022 წლის მარტში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,8%-ით, ანუ 174,86 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 22,16 მლრდ ლარი შეადგინა.მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 49,36 პროცენტი შეადგინა, რაც 0,57 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის 1 მარტის მაჩვენებელზე.წყარო - საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164689_228:0:2772:1908_1920x0_80_0_0_29297fedd5285b4b3f87f34dda012be2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო საბანკო სექტორი აქტივები მარტი ზრდა
საქართველო საბანკო სექტორი აქტივები მარტი ზრდა
საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები მარტში გაიზარდა
12:00 27.04.2022 (განახლებულია: 14:43 27.04.2022) 2022 წლის მარტის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოში ფუნქციონირებდა 14 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 98 მლნ ლარით, ანუ 0,2%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
2022 წლის მარტის ბოლოს საბანკო სექტორის აქტივების ჯამურმა მოცულობამ 61,79 მლრდ ლარი შეადგინა, სააქციო კაპიტალი 8,13 მლრდ ლარს შეადგენს.
2022 წლის მარტის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოში ფუნქციონირებდა 14 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ბანკებში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 37,1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 531,6 მლნ ლარით, ან 1,41%-ით ნაკლებია მარტის დასაწყისის მაჩვენებელზე.
ანგარიშის მიხედვით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 1 მლრდ ლარით, ანუ 6,24%-ით შემცირდა, დეპოზიტები მოთხოვნამდე გაიზარდა 488,62 მლნ ლარით ანუ 2,3%-ით.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით 40,6% შეადგინა, რაც 0,14 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 1 მარტის მაჩვენებელზე.
მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,99% შეადგინა, მათ შორის 11% – ლარიან დეპოზიტებზე, ხოლო 0,81% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
უცხოურ ვალუტაში მეტი სესხია გაცემული
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 67,52 მლნ ლარით, ანუ 0,16%-ით გაიზარდა და, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 43,32 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 281,95 მლნ ლარით, ანუ 1,34%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 214,43 მლნ ლარით, ანუ 0,97%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მარტის ბოლოს კომერციულმა ბანკებმა რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გასცეს სესხები ეროვნულ ვალუტაში 6,58 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 0,24%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 13,7 მლრდ ლარი, რაც 0,81%-ით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით.
2022 წლის მარტში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,8%-ით, ანუ 174,86 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 22,16 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 49,36 პროცენტი შეადგინა, რაც 0,57 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის 1 მარტის მაჩვენებელზე.